ჩაბარების ვადა:

27 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15690 - ტენდერი საერთაშორისო ტურიზმის ექსპოზე სტენდების მოწყობის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

პროექტი "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" მიზნად ისახავს ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სექტორების ურთიერთკავშირის გაძლიერებას. პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ტურიზმისა და კულტურის სფეროში თვითდასაქმებული პირები,  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე სფეროში მოღვაწე საგანმანათლებლო, არამომგებიანი და სხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ სურვილი განავითარონ შემოქმედებითი ტურიზმის პროდუქტები. 

შემოქმედებითი ტურიზმის შეთავაზებები და ერთობლივი ტრანსსასაზღვრო მარშრუტები წარმოდგენილი იქნება ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2023 წლის 7-9 მარტს. წინამდებარე შესყიდვა წარმოადგენს პროექტის ერთ-ერთ ძირითად აქტივობას - 2023 წელს ტურიზმის საერთაშორისო ექსპოზე სტენდის მოწყობას, სადაც ერთ საერთო სივრცეში წარმოდგენილი იქნება პროექტში მონაწილე სამი ქვეყანა. ესენია: ბულგარეთი, უკრაინა და საქართველო.  ტურიზმის ექსპოზე მონაწილეობა  ემსახურება გამოცდილების გაღრმავებას, არსებული ტურისტული მოთხოვნების უკეთ გააზრებას და  ბიზნესის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. ბაზრობის შერჩევა განხორციელდა შემუშავებული პროდუქციის სპეციფიკის გათვალისწინებით.

მომსახურებაში შედის შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

  • გამოფენის მონაწილეების მოგზაურობა საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე - ITB Berlin 2023 (7-9 მარტი) ბერლინში, გერმანია;
  • გამოფენის მონაწილეების განთავსება ბერლინში ბაზრობის ხანგრძლივობის განმავლობაში (და დამატებითი მოგზაურობის დღეებში, საჭიროების შემთხვევაში ფრენების განრიგის მიხედვით)
  • პროექტის სტენდის დაჯავშნა ITB Berlin 2023-ზე და ყველა საჭირო გადახდის დროულად განხორციელება;
  • სტენდისთვის დამატებითი აღჭურვილობის შესყიდვა;
  • გამოფენის მონაწილეების გამოფენის დამატებითი  საშვების შესყიდვა;
  • საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტენდის იჯარასა და აღჭურვასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციული თუ ლოგისტიკური საკითხის მოგვარება.

წარსადგენი დოკემენტები:

  • CV (ორგანიზაციის შემთხვევაში: ორგანიზაციის და/ან მისი თანამშრომლების გამოცდილება);
  • შეთავაზების ღირებულება რომელიც აერთიანებს შესყიდვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს;

გამარჯვებულის გამოვლენა:
გამარჯვებული გამოვლინდება შემ დეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • გამოცდილება 

დამატებითი ინფორმაცია:

  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
  • ტენდერში მონაწილეები ინფორმირებული იქნებიან ტენდერის შედეგების შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: mariamk@gaccgeorgia.org; natiat@gaccgeorgia.org.
  • გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2022 წლის 27 დეკემბრი
  • ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: mariamk@gaccgeorgia.org; natiat@gaccgeorgia.org; ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები

დოკუმენტაცია