ჩაბარების ვადა:

27 ივლისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1570 - ტენდერი 35 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის

  • გამომცხადებელი: RMG Gold
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 ივლისი 2016 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა თანდართული ფაილები. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 27 ივლისი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG აცხადებს ტენდერს ბექთაკარის კარიერზე 35 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის.

დეტალური ტექნიკური დავალება გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

  • საფუძველი სამუშაოების შესასრულებლად: ბექთაქარის კარიერზე 35 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
  • ობიექტი: ბექთაქარის კარიერი.
  • მომსახურების გაწევის რაიონი, პუნქტი, დანიშნულების ადგილი: ბექთაქარი, CMG -ის საწარმო მოედანი
  • მომსახურების (მომსახურებების) სახეობა: 35 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები.

მომსახურების მოცულობა: 

  • ქვეშის 35 კვ ქვესადგურში განშტოების და აღრიცხვიანობის კვანძის მოწყობა
  • 35 კვ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის სამონტაჟო სამუშაოები.
  • CMG -ის საწარმო მოედანზე (ბექთაქარი) 35/6 კვ სიმძლავრის ქვესადგურის მშენებლობა.
    იხილეთ დანართები

მომსახურების გაწევის დაწყების თარიღი: 15.08.2016 წ.
მომსახურების გაწევის დასრულების თარიღი: 15.11.2016 წ

გასაწევი მომსახურებებისადმი წარდგენილი მოთხოვნები: ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს დროულად და ხარისხიანად #1 დანართის შესაბამისად;

კონტრაქტორების მიმართ წარდგენილი მოთხოვნები: 

  • ძირითადი და დამხმარე სამთო აღჭურვილობის არსებობა მომსახურებების სრულყოფილად გაწევის მიზნით, კერძოდ, ექსკავატორები, ავტოთვითმცველები, გრეიდერები, ბულდოზერები, ჰიდრავლიკური ქვის სამსხვრევლები, ამწეკრანები, სადენის საჭიმი და სამუხრუჭე დანადგარები, ჰიდრავლიკური წნეხები.
  • სპეციალური ტანსაცმლის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არსებობა.
  • საკუთარი სარემონტო-სახელოსნო საამქროს არსებობა.
  • კვება და საცხოვრებელი უზრუნველყოფილი იქნება კონტრაქტორის ხარჯზე. დამკვეთი, ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია გაუწიოს დახმარება განთავსების და კვების ორგანიზებაში, ან კონტრაქტორი, საკუთარი ძალებით, უზრუნველყოფს აღნიშნულის ორგანიზებას.

დამატებითი მოთხოვნები: 

  • დამტკიცებული შიდა განაწესის შესრულება;
  • გამართულ მდგომარეობაში მიმაგრებული ტერიტორიების და სათავსოების შენარჩუნება ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

მომსახურებების გაწევის რეჟიმი (გრაფიკი): სამუშაოების წარმოების გრაფიკის შესაბამისად.

მომსახურების გაწევის მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტები: სამუშაოების შესრულება მოქმედი ნორმების და წესების შესაბამისად.

თავდაპირველი მონაცემები: არსებული ობიექტი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება.

სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, თათა ბუკიას სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის 1/9.

კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.

კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 27 ივლისი, 17:00 საათი.

დოკუმენტაცია

შეკითხვები