ჩაბარების ვადა:

12 იანვარი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T15704 - ტენდერი 3 სერვერის და 2 san-კომუტატრორის შესყიდვა-ინსტალაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს 3 სერვერის და 2 san-კომუტატრორის შესყიდვა-ინსტალაციაზე 22/12-GIG-P/S/-22.

შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

აუცილებელი პირობა: 

  • შემოთავაზებული სერვერები და SAN კომუტატორი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი და იგივე ბრენდის მიერ და ემსახურებოდეს ერთი და იგივე სერვის ცენტრი.
  • უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს შემოთავაზებული ბრენდის სერვერების გაყიდვის გამოცდილება, რის დასადასტურებლადაც უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 პროექტი (რაც უნდა დასტურდებოდეს ხელშეკრულებითა და მიღება ჩაბარების აქტებით), ჯამში არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობაზე კონკრეტულად სერვერების ან/და სთორიჯები მიმართულებით.

საინსტალაციო სამუშაოები: 

  • ახალი სერვერების, SAN სვიჩების, SFP მოდულების, ინსტალაცია (დამკვეთის სასერვერო კარადებში),
  • დაკაბელება, პირველადი კონფიგურაცია და Firmware-ების განახლება.
  • ინსტალაციისათვის საჭირო ყველა საკაბელო მეურნეობა (მათ შორის ელექტრო კვების კაბელები, UTP\FTP 6 კატეგორის ქსელის კაბელები, ოპტიკური LC/LC კაბელები შესაბამისი რაოდენობის და სიგრძის) წარმოდგენილი უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ;
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მიწოდებული კომპონენტების სრულფასოვნად ფუნქციონირების დემონსტრაცია/ტესტირება/საწარმო გარემოში გაშვება და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გასწორება/ოპტიმიზაცია;

მიწოდების ადგილი: საქართველო, ქ. თბილისი, 0177, გაზაფხულის ქ.18

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

შენიშვნადასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გარანტიის შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მწარმოებლისა და შესაბამისობის სერტიფიკატების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური პროდუქციის მიწოდების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში  შემოთავაზებული ბრენდის სერვერების გაყიდვის გამოცდილება, რის დასადასტურებლადაც უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 პროექტი (რაც უნდა დასტურდებოდეს ხელშეკრულებითა და მიღება ჩაბარების აქტებით), ჯამში არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობაზე კონკრეტულად სერვერების ან/და სთორიჯები მიმართულებით.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნა:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 12 იანვარი, 17:00 საათი
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 22/12-GIG-P/-22;

საკონტაქტო პირი:
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 767 659

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გია წიტაიშვილი
საკონტაქტო ნომერი: 577 503 828

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები