
ჩაბარების ვადა:
21 ივლისი 2016, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT1574 - ტენდერი კორპორაციული სატელეკომუნიკაციო მომსახურეობის მომწოდებლის გამოსავლენად ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აცხადებს ტენდერს კორპორაციული სატელეკომუნიკაციო მომსახურეობის მომწოდებლის გამოსავლენად ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის.
აბონენტების საორიენტაციო რაოდენობა ჯგუფის მასშტაბით - 3000 ადამიანი.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- დეტალური კომერციული შემოთავაზება, ტარიფები (მობილური მომსახურება, ინტერნეტ მომსახურება; შერეული ფიქსირებული პაკეტები; როუმინგის მომსახურება და სხვა);
- ინფორმაცია დაფარვის ზონის შესახებ;
- ინფორმაცია ანგარისშწორების პირობების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით.
დამატებითი მოთხოვნები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია.
- წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 21 ივლისის 13:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.