
1 აგვისტო 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1586 - მზა-პროდუქციის საწყობის დაპროექტება/მოწყობა, სტელაჟების დამზადება/დამონტაჟება
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ტისუპეიპერ"-ი აცხადებს ტენდერს მზა-პროდუქციის საწყობის დაპროექტება/მოწყობა, სტელაჟების დამზადება/დამონტაჟებაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საწყობის მოწყობის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს, საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება საწყობის დაპროექტება/მოწყობაზე, სტელაჟების დამზადება/მოწოდებაზე.
საწყობისთვის გამოყოფილი ფართი შეადგენს 430კვ. მეტრს.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:
- საწყობის და სტელაჟების ტექნიკური ნახაზი
- შევსებული ხარჯთაღრიცხვა (ღირებულება ლარში, ტრანსპორტირების და მონტაჟის გათვალისწინებით)
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში.
- მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი(ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 1 აგვისტო (17:00 საათამდე)
სატენდერო განაცხადი შეიძლება იყოს გამოგზავნილი წერილობითი ფორმით ფოსტის მეშვეობით მისამართზე: 0182, ქ.თბილისის, ქიზიყის ქ. N12, ან ელექტრონული სახით: info@tissuepaper.ge.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ:
ალეკო სტროგანოვი
+(995 32) 2 550877
aleko.stroganovi@tissuepaper.ge