ჩაბარების ვადა:

6 თებერვალი 2023, 16:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T16070 - ტენდერი დამცავი საშუალებებისა და საგზაო დამცავი საშუალებების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/კ 21632351), შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/კ 203828313) და შპს „საგურამო ენერჯი“ (SENG, ს/კ 206337007  (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს დამცავი საშუალებებისა და საგზაო დამცავი საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით. 

განსკათრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ებ)ა ვალდებულია უზრუნველყოს დანართი N1-ით განსაზღვრული პოზიციების მოწოდება ერთი წლის ჭრილში მიახლოებითი რაოდენობის გათვალისწინებით ტენდერში დაფიქსირებული ფასით.  

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • დამცავი საშუალებების და საგზამო დამცავი ნიშნების - სპეციფიკაცია, კომპანიების მიხედვით და კონსოლიდირებული მიახლოებითი წლიური რაოდენობა და მოწოდების პერიოდულობა მოცემულია დანართი N1-ის სახით. 

შენიშვნა: 

  • დანართ N1-ში წარმოდგენილი ფოტომასალა არის საორიენტაციო და არა კონკრეტული მოთხოვნა. 
  • რაოდენობა მოცემული არის საორიენტაციოდ. დამკვეთი იტოვებს უფლებას ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წლის ჭრილში გაზარდოს ან შეამციროს შესასყიდი პოზიციების რაოდენობა, რაზეც შერჩეულ კომპანიას არ უნდა ქონდეს პრეტენზია და აღნიშნულმა გარემოებამ არ უნდა იმოქმედოს ფასზე. 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი. 
  • პრეტენდეტნმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს როგორც სრულ ლოტზე, ასევე ცალკეული პოზიციებით. 

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან, შეთანხმებისამებრ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული მოთხოვნის მიხედვით. 

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:
მისამართები კომპანიების მიხედვით: 

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ქ თბილისი, წყალსადენის ქ 7
  • შპს „რუსთავის წყალი“ - ქ. რუსთავი, წმ ნინოს ქ 5
  • შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ - ქ. გარდაბანი, ყოფილი თბილსრესის მიმდებარე ტერიტორია
  • შპს „საგურამო ენერჯი“ - საგურამო. 

შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში შემსყიდველი იტოვებს უფლებას საქონლის მიწოდება მოითხოვოს განსხვავებულ ლოკაციაზე

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • დანართი N1-ის მიხედვით შემოთავაზების სრულად შევსება - მწარმოებელი ქვეყანა, ბრენდი/მოდელი,  ფასი (ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის გათვალისწინებით), მოწოდების ვადა - ეტაპობრივი შემოტანებისათვის პირველი შემოტანის მითითებით და შემდგომი შემოტანისათვის წინასწარი შეტყობინების მიღებისათვის საჭირო ვადის მითითება. ერთჯერადი მოწოდების შემთხვევაში - მოწოდების ვადა სრულად. 
  • მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი, პოზიციის შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლები (Technical sheet) შემოთავაზებული პოზიციის  ფოტომასალით.   
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განახლებული ბოლო 3 თვის განმავლობაში. 
  • ტენდერის დასრულების შემდეგ, ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, წერილობით მოწოდებული დადებითად შეფასებული შერჩეული პოზიციების სანიმუშოდ (უსასყიდლოდ) მოწოდება არაუგვიანეს წერილობითი შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ მოთხოვნისამებს ნიმუშების უკან დაბრუნება შესაძლებელია, ტენდერის დასტურებიდან ერთი თვის ვადაში.  

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ჩარჩო ხელშეკრულებ(ებ)ა სატენდერო პირობების გათვალისწინებით ფასის ფიქსაციით. 
  • სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის ხელშეკრულების დანართი N1 და დანართი N2. 

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 6 თებერვალი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192500

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 თებერვალი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა