ჩაბარების ვადა:

7 თებერვალი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T16090 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალის (მდებარე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74) ყოველდღიური დალაგება/დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალის (მდებარე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74) ყოველდღიური დალაგება/დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

  • სს „ლიბერთი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალის (მდებარე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74) ყოველდღიური დალაგება/დასუფთავების მომსახურების შესყიდვა დანართი #1, დანართი #2-ის  შესაბამისად; 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ  2 (ორი)  წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის  (დანართი #1) მიხედვით;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
  • გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს“ლიბერთი ბანკში“;

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 07 თებერვალი, 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან გადმოგზავნილი სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200

დამატებითი სატენდერო მოთხოვნები პრეტენდენტებისთვის:

  • მომსახურე კომპანიამ უნდა დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ხარისხზე და განახორციელებს, როგორც დაგეგმილ, ასევე დაუგეგმავ  ვიზიტებს ხარისხის  კონტროლის მიზნით (ანალოგიურ ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებით);
  • გამოყენებული საწმენდი ქიმური და ჰიგიენური საშუალებები უნდა იყოს სერტიფიცირებული და არ იწვევდეს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას;
  • დამლაგებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბანკთან წინასწარ შეთანხმებული უნიფორმით;
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს ბეტონის იატაკის, ხალიჩების (რბილი იატაკი) ავეჯის ზედაპირის (ქიმწმენდა) საწმენდი თანამედროვე აპარატები;
  • დალაგების გრაფიკი და მოთხოვნები განისაზღვრება დანართი #2-ის შესაბამისად;
  • დასუფთავების მომსახურება უნდა მოიცავდეს ჰიგიენური და ქიმიური საწმენდი საშუალებებით მომარაგებას, გარდა ხელსაწმენდი, ჰიგიენური ქაღალდის და საპნის;

დამატებითი ინფორმაცია:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი მომსახურების ხელშეკრულება (დანართი #3);
  • პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ადგილზე მოახდინოს დასასუფთავებელი ტერიტორიის დეტალური დათვალიერება. წინასწარ დაუკავშირდით სატენდერო წინადადებაში მითითებულ საკონტაქტო პირს; 
  • ხელსაწმენდით, ჰიგიენური ქაღალდით და თხევადი საპნით მომარაგებას უზრუნველყოფს ბანკი.

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება