ჩაბარების ვადა:

7 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16094 - ტენდერი პრინტერებისა და კარტრიჯების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსორი ნაბიჯიაცხადებს ტენდერს პრინტერებისა და კარტრიჯების შესყიდვაზე.

პროდუქცია

მოდელი და მახასიათებლები

რაოდენობა

ერთ.ღირებულება

პრინტერი

Canon 3010

80  

კარტრიჯი პრინტერისთვის

H-CF285A

240  

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • გადახდის  პირობა: მიწოდებიდან  30 დღე;
  • ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
  • ტექნიკის სრულ ჩამონათვალზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის საგარანტიო პირობები. საგარანტიო მომსახურეობა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედმა  მწარმოებლის მიერ ავტორიზებულმა სერვის ცენტრმა, რისი დამადასტურებელი, მწარმოებლის მიერ გაცემული, დოკუმენტი უნდა იქნას წარმოდგენილი.
  • პრეტედენტი კომპანია უნდა იყოს  შემოთავაზებული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. უნდა გააჩდეს სერთიფიცირებული სერვის ცენტრი და ასევე სერთიფიცირებული ტექნიკური პერსონალი საქართველოში;

დამატებითი ინფორმაცია:

  • პროდუქციის შეკვეთა მოხდება ეტაპობრივად 1 წლის განმავლობაში;
  • მოწოდების ვადა შეკვეთიდან - 3 დღე;
  • მოწოდების მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41
  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს პროდუქციის მოწოდებას შეთანხმებულ ლოკაციაზე;
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება  ერთ წლიანი  ხელშეკრულება;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 31 იანვრიდან 2023 წლის 7 თებერვლის ჩათვლით;

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია:  პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის .39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ გიქოშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
ელ. ფოსტა: mariam.gikoshvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები