ჩაბარების ვადა:

14 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16146 - ფასთა გამოკითხვა ამწეების და ჩანგლიანი დამტვირთველების მომსახურებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას ამწეების და ჩანგლიანი დამტვირთველების მომსახურებაზე.

სამუშაოს აღწერა:

  • 25/30ტ ტვირთამწეობის ამწე ავტომობილით კასპის ქარხანაში  სამუშაოების ჩატარება კასპის ქარხნის გენერალური რემონტის დროს.
  • სამუშაო ადგილი - კასპი
  • სამუშაო ვადა - 20.02.23-21.03.23 (დაახლოებით 30 დღე)
  • 3000კგ მინიმუმ რეიტინგული ტვირთამწეობის სამი ერთეული ჩანგლიანი დამტვირთველით კასპის ქარხანაში სამუშაოების ჩატარება კასპის ქარხნის გენერალური რემონტის დროს. (მინიმუმ 1 დამტვირთველის ზომები უნდა ჯდებოდეს შემდეგ პარამეტრებში - სიგანე 1225; სიგრძე 2750; სიმაღლე 2090)
  • სამუშაო ადგილი - კასპი
  • სამუშაო ვადა - 20.02.23-31.03.23 (დაახლოებით 30 დღე)

ტექნიკა უნდა იყოს სრულად გამართული და აღჭურვილი ყველა უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარით. ამწის შემთხვევაში ტექნიკას უნდა ჰქონდეს გავლილი ტექნიკური დათვალიერება და ცალკე უნდა იყოს შემოწმებული ამწე მექანიზმი რაც დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი სერთიფიკატით. ოპერატორებს უნდა ჰქონდეს მართვის შესაბამისი კატეგორიის სერთიფიკატი და აღჭურვილობა ინდუსტრიულ გარემოში მუშაობისთვის შესაბამისი სამოსითა და დამცავი საშუალებებით.

ტექნიკა და ოპერატორი უნდა აკმაყოფილებდნენ ჰაიდელბერგცემენტის მიერ დადგენილ ყვითელი ტექნიკის უსაფრთხოების წესებს. 

ფასთა გამოკითხვაში არ განიხილება 3 წელზე ნაკლები გამოცდილების მქონე კომპანიის წინადადება.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად:

  • გთხოვთ გადმოგზავნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მისამართზე Ucha.Purtseladze@heidelbergcement.ge არა უგვიანეს 14 თებერვლისა:
  • კომპანიის აღწერა/პრეზენტაცია.
  • თუ გითანამშრომლიათ დიდ კომპანიებთან მათი ჩამონათვალი.
  • თქვენი კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის (ამწეების/ჩანგლიანი დამტვირთველების) სურათები.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართეთ:
Email: Ucha.Purtseladze@heidelbergcement.ge
TEL: 577 77 37 19

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები