ჩაბარების ვადა:

21 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16148 - ტენდერი პოლიგრაფიული (ბეჭდური) მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 21 თებერვალი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და დღესდღეობით მოიცავს 82 სერვისცენტრს.

გაცნობებთ, რომ კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიული (ბეჭდური) მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.  

შესყიდვის  პირობები:
წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტი არის პოლიგრაფიული (ბეჭდური) მომსახურების შესყიდვა, რომელიც ტენდერის ფარგლებში დაყოფილია 5 ლოტად, გამომდინარე ბეჭდური მასალის მრავალფეროვნებისა:

  • ლოტი I - ფლაერი/ბროშურა/ტრიპლეტი/ჟურნალი/ბლოკნოტი/სავიზიტო/პოსტერი
  • ლოტი II - პვხ/ბანერი/კონსტრუქცია/პრომო აქსესუარები
  • ლოტი III - სტიკერი/ფირი
  • ლოტი IV - სილიკონის სტიკერი/ბეიჯი/არაკალი
  • ლოტი V - შარფი/ჰალსტუხი/წინსაფარი

ლოტებში განაწილებული მასალების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემოთავაზების ფორმა დანართში №1 (ექსელის დოკუმენტის ცალკეულ ფურცლებზე);

პრეტენდენტ(ებ)ს უფლება აქვთ სატენდერო წინადადება წარმოადგინონ როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ლოტზე ერთად. გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენა განხორციელდება ლოტების მიხედვით ცალ–ცალკე.

ტენდერით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მაქსიმალურად სრულყოფილად შეავსოთ დანართი №1-ის ის ნაწილი, რომელ ლოტშიც იღებთ მონაწილებას, სადაც მიუთითებთ: მასალის ერთეულის ფასებს ტირაჟების მიხედვით და დამზადების ვადებს:

გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტი ატვირთოთ, როგორც დასკანერებული ვერსია (ხელმოწერილი/ბეჭდით მაგ.: .pdf გაფართოების ფაილი), ასევე ექსელის ფაილით აუცილებლად (.xls, .xlsx);

აუცილებელი მოთხოვნები:
კრედო ბანკი გაცნობებთ, რომ სრული ტირაჟის წარმოებამდე,  მომწოდებელი კომპანიას ევალება სრულყოფილი ნიმუშის წარმოდგენა:

  • ნიმუში უნდა იყოს დაბეჭდილი იმ ტექნოლოგიით, რომლითაც მზადდება სრული ტირაჟი (შესაძლოა ეს იყოს ოფსეტი, ციფრული და ა.შ.)
  • ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს მომწოდებლის მიერ, კრედო ბანკის სათავო ოფისში (რ. თაბუკაშვილის N27, 0108 თბილისი);
  • ნიმუშს შეაფასებს კრედო ბანკის წარმომადგენელი და მხოლოდ ნიმუშის მოწონება/დადასტურების შემთხვევაში მოხდება სრული ტირაჟის ბეჭდვა/წარმოებაზე უფლების გაცემა;
  • ნიმუშის დაწუნების შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააუქმოს შეკვეთა;
  • წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი კომპანია თანახმაა კრედო ბანკთან ითანამშრომლოს აღნიშნული სქემით;

კრედო ბანკი გაცნობებთ, რომ გარკვეულ შეკვეთებს აქვთ სპეციფიური შეფუთვის მოთხოვნა, მაგალითად შეფუთვების გაკეთება სერვისცენტრების მიხედვით, შეფუთვებში სხვადასხვა რაოდენობების გათვალისწინება და შეფუთვებზე მოთხოვნილი დასახელებების მითითება, როგორიცაა, სერვისცენტრის დასახელება, სპეციალური კოდი, მასალის დასახელება, ენა, რაოდენობა და მისთ.

დამატებითი მოთხოვნები:

  • კომპანიამ აუცილებლად უნდა გამოყოს კრედო ბანკთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირი/ მენეჯერი, რომელიც მიიღებს შეკვეთას, უპასუხებს მეილებს/ზარებს, მოგვაწოდებს ინფორმაციას შეკვეთების სტატუსის შესახებ, მოახდენს დოკუმენტაციის დროულ მოწოდებას ანგარიშსწორებისთვის და ა.შ. 
  • წინადადებაში მითითებული ფას(ებ)ი გამოსახული უნდა იყოს ლარში,  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით და მოწოდებით კრედო ბანკის გარე საწყობამდე (თბილისის ტერიტორიაზე);
  • დამზადების ვადებში მიუთითეთ სამუშაო დღეების ოდენობა.

ანგარიშსწორების პირობები:

  • სს „კრედო ბანკი“ გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან გააფორმებს გენერალური ხელშეკრულებას ერთი წლის ვადით, სადაც დაფიქსირდება ტენდერში წარმოდგენილი ფასები და არ შეიცვლება მისი მოქმედების პერიოდში;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შეკვეთის სრულად ჩაბარების შემდგომ;
  • აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში კრედო ბანკში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის - tenders.ge -ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • პროდუქციის ხარისხი
  • მოწოდების/დამზადების ვადები
  • კომპანიის გამოცდილება 

შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოკლე სიაში (short listed) შერჩეული კომპანიებისგან მოითხოვოს ნებისმიერი მასალის დაბეჭდილი სრულყოფილი ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა -  წარმოების ხარისხის შესაფასებლად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

შემსყიდველი იტოვებს უფლებას თითოეულ ლოტში ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მომწოდებელი ერთად და შეკვეთის გაგზავნა განახორციელოს შესაკვეთ ტირაჟზე ყველაზე დაბალი ფასის ან/და  დამზადების ვადების მქონე კომპანიასთან (შემსყიდველის პრიორიტეტის მიხედვით):

კრედო ბანკი გაცნობებთ, რომ არც ერთ ლოტზე არ გაიცემა წარმოების ექსკლუზივი; წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი კომპანია თანახმაა კრედო ბანკთან ითანამშრომლოს აღნიშნული სქემით; 

მომწოდებლის მიერ www.tenders.ge-ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე.
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.)
  • სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ ორი, მიმდინარე თარიღებით)
  • პროდუქტების ასორტიმენტი (საბეჭდი და პოლიგრაფიული მანქანა/დანადგარების ჩამონათვალი მოკლე აღწერით)
  • პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი
  • ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დანართი №1 - შემოთავზების ფორმის ლოტი/ლოტები, რომელშიც პრეტენდეტი იღებს მონაწილეობას
  • ხელმოწერილი  დანართი №2, დანართი N3 და დანართი N4

დამატებითი ინფორმაცია:

  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
  • მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ;
  • სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა:  2023 წლის 21 თებერვალი - 18:00 საათი.

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის მოდული (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 21 თებერვალი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
ვალერი სულაბერიძე
სს კრედო ბანკის შესყიდვების ოფიცერი
Email: vsulaberidze@credo.ge
T: 595509115

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 თებერვალი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა