ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16149 - ტენდერი ტვირთის საეთაშორისო გადაზიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სადისტრიბუციო კომპანია შპს „შარმ ტრეიდინგი“ აცხადებს ტენდერს ტვირთის საეთაშორისო გადაზიდვაზე.

ზოგადი ინფორმაცია შემსყიდველი ორგანიზაციისა და შესყიდვის შესახებ:

  • შპს "შარმ ტრეიდინგი" წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. კომპანია დაარსდა 1998 წელს. დღეს კომპანია საქართველოში დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: Unilever, Schcwarzkopf & Henkel, Schcwarzkopf, Eczacibasi, Tchibo, SCA და სხვა.

ნამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურება.

ზოგადი სატენდერო პირობები:

  • მომსახურების მოცულობა მიმართულებები, და სხვა სპეციფიკური ინფორმაცია განისაზღვრება დანართით #1.
  • მონაწილე კომპანია საკუთრებაში უნდა ფლობდეს სატვირთო ავტომობილებს;
  • წარმოდგენილ უნდა იქნას მომდევნო სამი თვის გადაზიდვის ტარიფების ზედა ზღვარი (მუშაობის პროცესში ეს ტარიფები გადაიხედება მიმდინარე ფასების შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ფასის დაკლება, თუმცა ფასის მომატება - არა);

გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმდება წერილობითი ხელშეკრულება, კერძოდ:

  • გენერალური ხელშეკრულება (ზოგადი არსებითი პირობებით);
  • დამატებითი შეთანხმება ყოველ კონკრეტულ მომსახურებაზე, სადაც მითითებული იქნება:
  • სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანის) მონაცემები, მძღოლის მონაცემები, მომსახურების ღირებულება, ტვირთის მიმართულება, ტრასპორტირების ვადები (ჩატვირთვა-გადმოტვირთვის თარიღი), მარშრუტი.
  • ტენდერში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქვეყნების მიხედვით.

სპეციალური პირობები:

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულება უნდა უზრუნველყონ პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისით (შეთანხმების შემდგომ, უნდა წარადგინონ პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, სადაც მოსარგებლე კონკრეტულ ლიმიტზე იქნება კომპანია „შარმ ტრეიდინგი“).
  • სატრანსპორტო კომპანიის პასუხისმგებლობა გულისხმობს პასუხისმგებლობას ტვირთზე, ტვირთის აღების ადგილიდან (საწყობი ან ქარხანა) და მომენტიდან, რაც დასტურდება დამატებით შეთანხმებაში მითითებული მძღოლის ხელმოწერით, ტვირთის მიმღების (და არა მყიდველის) მიერ შესაბამის CMR-ზე ხელმოწერამდე, რაც ადასტურებს ტვირთის მიმღების მიერ მის მიღებას.

ანგარიშსწორების პირობები:

  • სატრანსპორტო კომპანიასთან ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონსიგნაციის პირობით, წინა თვეში განხორციელებული ტრანსპორტირების საფასურის გადახდა მოხდება მომდევნო თვის 5-10 რიცხვში. 

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერის დასრულების შემდგომ, სატენდერო კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს წარდგენილ წინადადებებს და გამარჯვებულად გამოავლენს საუკეთესო ფასის მქონე პრეტენდენტ(ებ)ს.
  • ტენდერში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქვეყნების მიხედვით.
  • ტენდერის შედეგები ეცნობებათ პრეტენდენტებს ტენდერის დასრულების შემდგომ.
  • სატენდერო დოკუმენტაციის არასრულად წარდგენა გახდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის მიზეზი.

წარმოდგენილი შეთავაზება, რომელიც კომპანიას უნდა წარედგინოს შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge–ს საშუალებით,, უნდა შეიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას: 

  • ტენდერში მონაწილე კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ატომობილების საკუთრების დამადასტურებელი საბუთი;
  • კონტრაქტორი კომპანი(ებ)ის სია (გადაზიდვებში დამხმარე კომპანიები ასევე, კომპანიები ვისაც ტენდერში მონაწილე კომპანია უწევს მომსახურებას);
  • შევსებული და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული დანართი;
  • წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენი კომპანიის დასახელება / ტენდერი.

შპს „შარმ ტრეიდინგი“ იტოვეს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე ნებისმიერ დროს დაასრულოს პროცესი ან არ გააგრძელოს ტენდერი (თუ პროცესი არასრული ან არადამაკმაყოფილებელია) ყოველგვარიდამატებითი ვალდებულების გარეშე.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 15 თებერვალი, 2023წ. (18:00 სთ)

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 15 თებერვალი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ: შპს „შარმ ტრეიდინგი“,
თეა წიქარიშვილი - 577272999

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 თებერვალი 2023 დრო 16:59
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა