ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2023, 11:45

სტატუსი:

დასრულებული

T16162 - ტენდერი ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კუთვნილ ძეგვის ტუფის კარიერზე, ნედლეულის მოპოვებაზე და მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე რუსთავის ქარხნისა და კავთისხევის სამსხვრეველას მიმართულებით

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კუთვნილ ძეგვის ტუფის კარიერზე, ნედლეულის მოპოვებაზე და მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე რუსთავის ქარხნისა და კავთისხევის სამსხვრეველას მიმართულებით.

სავალდებულო მოთხოვნები: 

  • ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ლოგისტიკის დეპარტამენტისა და კასპისა და რუსთავის ქარხნების მოთხოვნების შესაბამისად მოახდინოს შესაბამისი რაოდენობის ნედლეულის მოპოვება და ტრანსპორტირება
  • ნედლეული მოპოვებული უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობის და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონის, რეგულაციის და პროცედურის დაცვით.
  • ავტომობილები უნდა დაიტვირთონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტომობილების ტვირთამწეობის შესაბამისად.
  • სატვირთო ავტომობილები სავალდებულოა იმყოფებოდნენ ტენდერში მონაწილე კომპანიის საკუთრებაში და/ან სალიზინგო ხელშეკრულებით.  ლიზინიგის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი კონტრაქტი (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).
  • მომსახურე კომპანიას უნდა ჰყავდეს კარიერზე მინიმუმ 40 ტონიანი, 2,7 მ3 ციცხვიანი ექსკავატორი;
  • ქანების სიმკვრივის გამო, კომპანიას ასევე დამატებით ყოველდღიურ რეჟიმში, უნდა ჰყავდეს კარიერზე მობილიზებული ექსკავატორი სანგრევი მოწყობილობით (ე.წ. კოდალა);  
  • კომპანიმ უნდა განახორციელოს, სოფელზე გამავალი და კარიერთან დამაკავშორებელი 400 მ-იანი გზოს ყოველთვიური მოვლა და შეკეთება;
  • გამომდინარე იქიდან, რომ დატვირთული მანქანები გადის დასახლებულ პუნქტებს, მოქმედებს დატვირთვის შეზღუდვა, 22 ტონა თითოეულ მანქანაზე;
  • გთხოვთ წარმოადგინეთ თქვენს საკუთრებაში მყოფი ავტომობილების ტექ.პასპორტები და ტექდათვალიერების აქტები. ასევე, ლიზინგის შემთხვევაში სალიზინგო ხელშეკრულება. (უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • სატვირთო ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ჯიპიეს მოწყობილობებით, დამქირავებლის მიერ მოთხოვნილ შესაბამის ჯიპიეს კომპანიაში.
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ 2 წლიანი საბუთი. (შესაბამისი კონტრაქტი ან/და რეკომენდაცია უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1(ერთი) მილიონიანი წლიური საბანკო ბრუნვა. (შესაბამისი წერილი მომსახურე ბანკიდან უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ იტოვებს უფლებას მოითხოვს, გადასაზიდი რაოდენობის, შესაბამის საბანკო გარანტია, სავალდებულო გადასაზიდ რაოდენობაზე.

მოთხოვნები მძღოლის მიმართ:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატვირთოს მართვაში;
  • სავალდებულო ინდ დაცვის გამოყენება კომპანიის ტერიტორიაზე: სპეც ფეხსაცმელები, მაღალი გარჩევადობის სპეც ტანსაცმელი, ჩაფხუტი, სპეც სათვალე

მოთხოვნები ა/ტრანსპორტის მიმართ:

  • ტექნიკური დათვალიერების მოქმედი საბუთი;
  • არ უნდა აღენიშნებოდეს სითხეების ჟონვა
  • გამართული საბურავები;
  • გამართული გვერდითი და წინა სარკეები
  • უკანა სვლის ხმოვანი სიგნალი
  • უსაფრთხოების ღვედი
  • უსაფრთხოების ბალიშები
  • ცეცხლმაქრი ა/ტრანსპორტში
  • პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი ა/ტრანსპორტში
  • გამაფრთხილებელი სამკუთხედი
  • გამართული სიგნალი
  • გამართული განათება
  • გამართული მუხრუჭები.
  • გამართული თვითმცლელი სისტემა
  • ადაპტირებული კარიერულ მომსახურებაზე
  • აუცილებელი გამწევი იყოს 2003 წლის ზემოთ. 
  • მანქანა უნდა ირეცხებოდეს სისტემატიურად, მინიმუმ თვეში 3ჯერ.
  • მანქანა უნდა იყოს ვიზუალურად მოწესრიგებულ მდგომარეობაში 

წარმოადგინეთ მძღოლების შესაბამისი მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).

წარმოადგინეთ სატვირთო თვითმცლელის მინიმუმ 2 ფოტოსურათი, სადაც მკაფიოდ ჩანს ავტომობილი (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).

აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნედლეულის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში. 

კომერციული ნაწილი:

  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მთელი მომავალი წლის განმავლობაში გადასაზიდი რაოდენობა გადანაწილდება თვეებზე და გადაზიდვა მოხდება მოთხოვნის შესაბამისად. 

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი:

  • ,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ძეგვის ტუფის კარიერი - 1 ტონა ნედლეულის ექსკავირება სანგრევის (ე.წ. კოდალა) გარეშე. (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე)
  • ,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ძეგვის ტუფის კარიერი - 1 ტონა ნედლეულის ექსკავირება სანგრევის (ე.წ. კოდალა) გამოყენებით. (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე)
  • ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ ძეგვის ტუფის კარიერი - ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“   რუსთავის ქარხანა 1 ტონა ნედლეულის გადაზიდვაზე. (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე)
  • ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ ძეგვის ტუფის კარიერი - ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“  კავთისხევის სამსხვრეველა, 1 ტონა ნედლეულის გადაზიდვაზე. (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერი სრულდება 15 თებერვალს 11:45 საათზე.
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, მოახდინოთ დაკავშირება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: George.lobjanidze@heidelbergcement.ge, ამის შემდეგ მოხდება თქვენი მოწვევა/დამატება კომპანიის შიდა ტენდერზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები

დოკუმენტაცია