ჩაბარების ვადა:

16 თებერვალი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T16210 - ტენდერი სათავო ოფისის საჭიროებისთვის სახურავის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ტენდერს სათავო ოფისის საჭიროებისთვის სახურავის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #09/02-GIEC-HQ/Roof-23.

მისამართიქალაქი თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის ანალოგიური საქმიანობის გამოცდილების დადასტურება მსგავსი საქონლის მიწოდების თაობაზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

  • აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერთიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე  და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა. 

აუცილებელია წინადადების წარმოდგენამდე სიტუაციის ადგილზე შესწავლა პრეტენდეტის მიერ და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.

შესასრულებელ სამუშაოებს წარმოადგენს:

  • სათავო ოფისის სახურავის სრულ ფართობზე ლინეკრომის ფენების დემონტაჟი (1500 კვ.მ)
  • სათავო ოფისის სახურავის სრულ ფართობზე ლინეკრომის ახალი ფენების დაგება (1500 კვ.მ)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 16 თებერვალი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას, როგორც დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18, ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: ggiorgobiani@gig.ge
  • კონვერტზე და ელექტრონული ფოსტის საგნის ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - სათავო ოფისის სახურავის სარემონტო სამუშაოებიდა ნომერი - #09/02-GIEC-HQ/Roof-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74

ტექნიკურ საკითხებზე შეკითხვებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ შეეხმიანოთ ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ დიმიტრი აგეკიანს, ტელ: 598 88 94 90

შენიშვნა: პრეტენდენტს აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება დემონტაჟის გარეშე (მხოლოდ ლინეკრომის ფენების დაგება)

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები