ჩაბარების ვადა:

14 თებერვალი 2023, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T16211- ტენდერი ელექტრო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ელექტრო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

  მომსახურების დასახელება
1 არსებული ელექტრო ქსელის განახლება გოფრეში მოთავსება/დამაგრება
2 არსებული ელექტრო ქსელის განახლება გოფრეში მოთავსება/დამაგრება - 2 მეტრეზე მეტი
3 არსებული ელექტრო ქსელის განახლება გოფრეში მოთავსება/დამაგრება (ამწეს გამოყენებით)
4 არსებული ელექტრო ქსელის გოფრეში მოთავსება/დამაგრება
5 ახალ ლოკაციაზე ელექტრო ქსელის გაყვანა გოფრეში მოთავსება/დამაგრება (ტაბლოდან)
6 ახალ ლოკაციაზე ელექტრო ქსელის გაყვანა გოფრეში მოთავსება/დამაგრება (ამწეს გამოყენებით)
7 ახალ ლოკაციაზე მიწისქვეშა ელექტრო ქსელის გაყვანა გოფრეში მოთავსება/დამაგრება (მეტრის საფასური)
8 ახალ ლოკაციაზე ელექტრო ქსელის გაყვანა გოფრეში მოთავსება/დამაგრება (ამწეს გამოყენებით რეგიონში)
9 არსებული ელექტროქსელის დემონტაჟი (ამწეს გამოყენებით)
10 არსებული ელექტროქსელის დემონტრაჟი

მოთხოვნები:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ელექტრიკოსის პროფესიული სერტიფიკატი.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შესრულებულ სამუშაოზე შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში, გარდა განზრახ დაზიანებების შემთხვევებისა.
  • პრეტენდენტი წერილობით ან ზეპირი კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით იღებს შეატყობინებს ხარვეზების ფაქტების შესახებ, რომლის გამოსწორებაც პრეტენდენტს ევალება 24 საათის განმავლობაში დიდ ქალაებში, 48 საათის განმავლობაში საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. კრიტიკული ხარვეზის არსებობისას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, პრეტენდენტი ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი შეტყობინების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოების უსაფრთხოებაზე. აღნიშნული მიზნის უზრუნველსაყოფად იგი ვალდებულია სამუშაოები წარმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. მათ შორის, სამუშაოები აწარმოოს „ ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების“ თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N340 დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობაში. მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის რეგლამენტის მოთხოვნები.
  • პრეტენდენტი ვალდებულია სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენებს უმაღლესი ხარისხის სახარჯი მასალა, მათ შორის მაგრამ არამხოლოდ: 16 მმ ზომის გოფრირებული მილი, 3x1.5 ზომის ელექტროკაბელი, ქამრები. ელექტროგაყვანილობები და ელექტრომოწყობილობა მიიყვანოს მოხმარებისთვის უსაფრთხო კონდიციამდე, რაც გულისხმობს დენგაუმტარობის, ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა ან/და აფეთქების საფრთხის განეიტრალებას.
  • პრეტენდენტი მიერ შესრულებული სამუშაო საჭიროებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე, დამკვეთის თანამშრომელი, სერთიფიცირებული ელექტრიკოსი ჩაიბარებს და შეაფასებს შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და უსაფრთხოების მდგომარეობას.

მოწოდების ვადა:

  • მომსახურების ვადა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე 2023 წლის 31 დეკემრამდე.

ანაზღაურება:

  • თვეში ერთხელ.

სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 14/02/2023 15:00 საათი

- ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

- განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

- სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

- გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

- მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

- დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

- სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 14 თებერვალი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97;
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები