ჩაბარების ვადა:

16 თებერვალი 2023, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T16216 - ტენდერი ქ. თბილისში, გაგარინის ქუჩა N27-ში ს/კ 01.10.13.005.006 არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხუთ სართულიანი მრავალბინიანი შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, გაგარინის ქუჩა N27-ში ს/კ 01.10.13.005.006 არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხუთ სართულიანი მრავალბინიანი შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებაზე (იხ. ტენდერზე თანდართული ფოტოები).

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • პრეტენდენტი ვალდებულია დაუკავშირდეს ტენდერით განსაზღვრულ საკონტაქტო პირს (იხ. ქვემოთ), მოახდინოს ობიექტზე ვიზიტი შენობა-ნაგებობის დეტალური დათვალიერებისთვის.
  • სადენოტაჟო სამუშაოები უნდა მოიცავდეს ს/კ 01.10.13.005.006 არსებული ნაგებობების (მათ შორის შენობა, ფანჩატური, კედელი) სამშენებლო მასალების სრულ გატანას.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია რომელიც გაცემული უნდა იყოს სს საქართველოს ბანკის მიერ.
  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
  • კომერციული შემოთავაზება უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • მომსახურების შესყიდვა მოხდება ერთჯერადად;
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა;
  • შემოთავაზებული მომსახურება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული მომსახურების გაწევისთვის კომერციული შემოთავაზება ინვოისის სახით
  • შესასრულებელი სამუშაოების ვადა და დეტალური სადემონტაჟო სამუშაოების გეგმა-გრაფიკი
  • საბანკო გარანტიის მოცულობა თანხობრივად (ეროვნულ ვალუტაში)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • შესრულებული სადემონტაჟო ობიექტების ჩამონათვალი
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 16 თებერვალი 15:00 სთ.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: Ko.Metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 თებერვალი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა