ჩაბარების ვადა:

27 თებერვალი 2023, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16222 - ტენდერი ბადესტიკერის, ბანკომატის სტიკერის და მატი სტიკერის წარმოება/დემონტაჟი/მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს  საქართველოს 11 რეგიონში და  დღესდღეობით მოიცავს 84 სერვისცენტრს.

გაცნობებთ, რომ კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს ბადესტიკერის, ბანკომატის სტიკერის და მატი სტიკერის წარმოება/დემონტაჟი/მონტაჟის მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.  

შესყიდვის  პირობები: შესყიდვის ობიექტი და რაოდენობა: 

პროექტი მოიცავს:

  • ერთობლივად კრედოს 80 სერვისცენტრში განთავსებული ძველი ბადესტიკერების/მატი სტიკერების ჩანაცვლებას ახლით
  • კრედოს ყველა სერვისცენტრში (81 ს/ც) ვიტრინებზე აზომვითი სამუშაოების ჩატარებას, დაუტვირთავ ვიტრინებზე ბადესტიკერების განთავსებას. 
  • კრედო ბანკის პარტნიორ 21 მაღაზიაში უნდა მოხდეს ბადესტიკერების განახლება. 9 მაღაზია არის სრულიად ახალი და მხოლოდ დამზადება მონტაჟის საჭიროება გვაქვს, ხოლო დანარჩენი 12 მაღაზია არის არსებული, სადაც გვესაჭიროება დემონტაჟი/მონტაჟი. 

დეტალურად:

  • გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს კრედო ბანკის სერვისცენტრების და მაღაზიების გარე ფასადზე არსებული ყველა ვიტრინის  აზომვა (მათ შორის შესასვლელი შუშის კარის), დეტალური ზომების/ტიხრების მიხედვით ცხრილის შექმნა/მოწოდება.\
  • წინასწარ ფოტომონტაჟების შექმნა დამკვეთის მიერ მიწოდებული ვიზუალების მიხედვით და დამკვეთთან შეთანხმება/დამტკიცების შემდეგ ბადესტიკერის წარმოება/მონტაჟი.
  • ბადესტიკერის/ბანკომატის სტიკერების/მატი სტიკერის წარმოება
  • ახალი ბადესტიკერების/მატი სტიკერების მონტაჟი
  • არსებული ბადესტიკერების/ბანკომატის სტიკერების/მატი სტიკერების დემონტაჟი

კომპანიამ უნდა გამოყოს კრედო ბანკთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირი/ მენეჯერი, რომელიც მიიღებს შეკვეთას, უპასუხებს მეილებს/ზარებს, მოგვაწოდებს ინფორმაციას მომსახურების მიმდინარეობის შესახებ. 

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა წინადადებები წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის - tenders.ge –ს საშუალებით. 
  • ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • ხარისხი
  • საგარანტიო ვადები

მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.

ანგარიშსწორების პირობები:
კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 1 (ერთ) წლიან ხელშეკრულებას შემდეგი პირობის გათვალისწინებით:

  • ტენდერში მოწოდებული  ფასების და პირობების ფიქსირება/ უცვლელობა;
  • უნაღდო ანგარიშსწორება მომწოდებლის კრედო ბანკში გახსნილ ანგარიშზე. 

მომწოდებლის მიერ tenders.ge - ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე. 
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.)
  • სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ ორი, მიმდინარე თარიღებით)
  • უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართები:
    - დანართი №1 - შემოთავაზების ფორმა (როგორც ხელმოწერილი, ასევე ექსელის ცხრილიც)
    - დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდააცვით და სოციალურ საკითხებთან
    - დანართი №4 - აფიდავიტი
    - დანართი №5 - ანგარიშის გახსნის თაობაზე

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის მოდული (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 27 თებერვალი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
ვალერი სულაბერიძე
სს კრედო ბანკის შესყიდვების ოფიცერი
Email: vsulaberidze@credo.ge
T: 595509115

ტენდერის კატეგორია:

  • 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 39500000 ქსოვილის ნივთები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

დანართი №1 - შემოთავაზების ფორმა დანართი №1 - შემოთავაზების ფორმა
დანართი №2 - აგრო მაღაზიები დანართი №2 - აგრო მაღაზიები
დანართი №2 - სერვისცენტრების ჩამონათვალი დანართი №2 - სერვისცენტრების ჩამონათვალი
დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
დანართი №4 - აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე დანართი №4 - აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე
დანართი №5 - ანგარიშის გახსნის თაობაზე დანართი №5 - ანგარიშის გახსნის თაობაზე
სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 თებერვალი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა