ჩაბარების ვადა:

19 თებერვალი 2023, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T16224 - ტენდერი უსაფრთხოების სისტემების (მონტაჟით) და აღჭურვილობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა აცხადებს ტენდერს უსაფრთხოების სისტემებისა (მონტაჟით) და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ.

სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2023 წლის 13 თებერვალი
სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 19 თებერვალი (23:59 საათი)
სამუშაოების შესრულების და აღჭურვილობის ჩაბარების ბოლო ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღე.

შემოთავაზების წარდგენის ფორმა:

  • დაინტერესებულმა აპლიკანტ(ებ)მა, ელექტრონული ფორმით mariam.zuliashvili@fes.de ელ.ფოსტაზე უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი წესით შევსებული დანართი N1 და დანართი N2 დოკუმენტები.

შეფასების კრიტერიუმი:

  • საუკეთესო შემოთავაზება შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე და უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად.

მომსახურების ხარისხი და გარანტია:

  • მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურებისა და აღჭურვილობის ხარისხი შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. შესყიდვის ობიექტ(ებ)ის ხარვეზის ან/და ნაკლის გამოსწორების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 6 თვის განმავლობაში.
  • საგარანტიო ვადის განმავლობაში, რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ გაწეული მომსახურება/მიწოდებული საქონელი/შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

ანგარიშსწორება:

  • ანგარიშსწორება მოხდება ლარში, მოთხოვნილი ნივთების/სერვისების მოწოდებისა და ორივე მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 51700000 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები