ჩაბარების ვადა:

23 თებერვალი 2023, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16225 - კონკურსი ფოლადის დემონტირებული მეორადი სპირალური მილების გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსრუსთავის წყალი“ (RWC, / 216323351) აცხადებს კონკურსს დემონტირებული მეორადი სპირალური მილების გაყიდვის თაობაზე და იწვევს კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის მიზანია შეირჩეს კონტრაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის შესყიდვას კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), რეალიზაციის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა მოცემულია დანართ N1-ში.

  • დემონტირებული  მილები, დასაწყობებულია სოფ. ლეჟბადინში (ხრამის სათავე ნაგებობაზე)სარეალიზაციო მილების მონაცემები მოცემულია დანართი N1-ში.
  • ფოტოები მოცემულია ცალკე დანართად. 
  • დანართ N1-ში მითითებული მილები არის დემონტირებულ მდგომარეობაში. გამყიდველი არ იღებს პასუხისმგებლობას მის ექსპლუატაციაში ვარგისიანობაზე. მყიდველი ვალდებულია შესყიდვამდე ჯეროვნად შეამოწმოს შესყიდვის ობიექტი.

განფასება:

  • დაინტერესებულმა პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ ფასის შეთავაზება ორი ვარინატიდან ერთ-ერთი:
  • ვარიანტი N1: მთლიანი მოცულობის ღირებულება (დაშლის გარეშე). (შეავსეთ დანართი N2 -მთლიანი მოცულობა)
  • ვარიანტი N2: მოცულობის ნაწილის შესყიდვის შემთხვევაში  ერთეული მეტრი/კილოგრამის ფასი.  (შეავსეთ დანართი N2- ნაწილობრივი შესყიდვა)
  • კანდიდატს უფლება აქვს წარმოადგინოს განფასება, როგორც ორივე ვარიანტის (განფასების ვარიანტი N1 და განფასების ვარიანტი N2), ასევე მხოლოდ თითოს (განფასების ვარიანტი N1 ან განფასების ვარიანტი N2) მიხედვით. 

შენიშვნა: 

  • მილების გატანის, და აწონვის ხარჯები ეკისრება კონტრაქტორს.
  • მილების აწონვის პროცესს დაესწრებიან შესაბამისი ზედამხდველობის სამსახურის წარმომადგენლები გამყიდველის მხრიდან.         
  • პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინონ რომ მინიმალური შესასყიდი ოდენობა შეადგენს 1 კილომტერს. 
  • იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გადაწყვეტს იყიდოს წინამდებარე კონკურსით გასაყიდი მილები, ჯართად, მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნის ხარჯები, ეკისრება პრეტენდენტს.                                     

ანგარიშწორებისა და თანამშრომლობის პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს 100% ავანსის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მასალის გატანამდე 5 დღით ადრე.

დაინტერესებული პირის მიერ სისტემაში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N2- მთლიანი მოცულობა ან დანართი N2 - ნაწილობრივი მოცულობა);
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შემდეგ;
  • კომპანიის ფაქტობრივი/საწყობის მისამართი.
  • გატანის ვადა (გეგმა გრაფიკი).
  • შესასყიდი რაოდენობისათვის საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზების შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები(საბანკო ამონაწერი, ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და სხვა რელევანტური დოკუმენტაცია).

შენიშვნა:

  • მონაწილე პირის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • მონაწილე პირის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე კონკურსის ფარგლებში ხელშეკრულება დაიდება ერთიანი ან/და  ნაწილობრივ შესყიდვაზე, ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება კომერციული წინადადების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის დაინტერესებული პირი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

გამყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს წინადადებების მიღების დასრულების ვადა, შეცვალოს საქონლის რეალიზაცისს პირობები, რასაც დროულად აცნობებს მონაწილეებს, ან შეწყვიტოს საქონლის რეალიზაციაზე ინტერესთა გამოხატვის პროცესი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

გამყიდველი გამარჯვებულ მყიდველს გამოავლენს კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. გამყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

გამყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს დაინტერესებული პირისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია მონაწილე პირის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მონაწილე პირის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, მონაწილე პირი იქნება დისკვალიფიცირებული ინტერესთან გამოხატვის პროცესიდან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას გამყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 23 თებერვალი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტექნიკურ საკითხებზე წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჯანელიძე
ტელ.: +995 591 405 840

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე 
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1146); 555 68 93 98

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); +995 599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 თებერვალი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა