ჩაბარების ვადა:

24 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16227 - ტენდერი ივენთ კომპანიის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

Evolution უძღვება B2B Live Casino სერვისებს, რომლებიც მრავალი არხისა და მოწყობილობის საშუალებით მიეწოდება კლიენტების უშუალო მომხმარებელს. კომპანიის ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფის, კარგად დამკვიდრებული საწარმოს ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების საშუალებით, ევოლუშენი მატებს რეალურ ღირებულებას თავის მომხმარებლებს ბიზნესში. 

კომპანია „ევოლუშენ ჯორჯია“ საქართველოში ფუნქციონირებს 2018 წლის იანვრიდან და მუშაობს 24/7 საათის განმავლობაში. დღესდღეობით, კომპანია სულ ითვლის 7000-ზე მეტ თანამშრომელს და განაგრძობს ზრდას. 

სრული დასახელება: შპს ევოლუშენ ჯორჯია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405209689
მისამართი: მექანიზაციის ქ. 1/2, თბილისი,
საქართველო. ვებ-გვერდი: www.evolution.com

ამჟამად, „ევოლუშენ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ივენთ კომპანიის შესარჩევად. 

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფინანსურად სტაბილურ და ბაზარზე წარმატებით ოპერირებად ივენთ სააგენტოებს, 3+ წლიანი გამოცდილებით, მსხვილი (მრავალთანამშრომლიანი) ორგანიზაციებისათვის (ბანკები, კორპორატიული სექტორი და სხვა მსგავსი დაწესებულებები) სხვადასხვა ტიპის კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭირო წარსადგენი დოკუმენტაცია: 

  • კომპანიის საპრეზენტაციო ფაილი (ელექტრონული ფორმით, PDF ან PowerPoint-ში), რომელშიც თავმოყრილი იქნება ის ძირითადი და დიდი პროექტები, რომლებზეც კომპანიას უმუშავია.
  • სარეკომენდაციო წერილები არსებული და/ან ყოფილი კლიენტი კომპანიებისგან.
  • სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

ვეძებთ ივენთ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს: 

  • „ევოლუშენი“-ს 3 ოფისის რეცეფციის მორთვას / დეკორაციების მოწყობას წელიწადში 4-ჯერ, სხვადასხვა დღესასწაულის აღსანიშნავად; ესენია: ახალი წელი, ვალენტინობა/Valentine’s Day, აღდგომა და ჰელოუინი/Halloween. 
  • 2 დიდი ივენთის (ზაფხული და ზამთარი) ორგანიზებას - პირველი, რომელიც კომპანიის შიდა სივრცეში ჩატარდება, ხოლო მეორე - გასვლითი სახის იქნება და გაიმართება ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ. 

ზამთრის ივენთი:

  • ივენთის ადგილი: უნდა იქნას შემოთავაზებული სააგენტოს მიერ.
  • ივენთის ენა: ინგლისური. 
  • ივენთის თარიღი: 20-დან 28 დეკემბრამდე პერიოდი; თარიღი შეიძლება შეიცვალოს, ივენთის ადგილის ხელმისაწვდომობის შესაბამისად.
  • დრო: 18:00 სთ – 02:00 სთ.
  • ივენთის კონცეფცია: ბალი / კონცერტი / შოუ და შერეული ნაწილი.
  • სტუმრების რაოდენობა: 7,500 ადამიანი; ასაკი: 18 – 55 წელი; პროცენტული განაწილება სქესის მიხედვით: 50/50. 

ღონისძიების დეტალები:
ქეითერინგი / კვებითი მომსახურება: 

  • ფურშეტი. მენიუ უნდა დადასტურდეს „ევოლუშენი“-ს მიერ. 
  • თბილი კერძები მთელი ივენთის განმავლობაში.
  • ხემსი (სნექი) მთელი ივენთის განმავლობაში.

ბარი:

  • ჟეტონური (ე.წ. თოქენების) სისტემა: 6 ჟეტონი / 1 ადამიანზე; 1 ჟეტონი = 1 სასმელი;
  • სასმელი წყალი - ჟეტონების გარეშე. 

გასართობი ნაწილი ივენთის თემატიკიდან გამომდინარე: 

  • ლაივ მუსიკა, ცეკვა და DJ.
  • ივენთის ფოტო რეპორტაჟი და ფოტო კუთხე ფოტოგრაფთან ერთად.
  • სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები და აქტივობები პრიზებით.
  • გასართობი პერფორმანსები. 

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 24 თებერვლის ჩათვლით.

დამატებით: 

  • მომსახურების სამოქალაქო დაზღვევა. 
  • ივენთის ორგანიზებისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვება/შესყიდვა.
  • სააგენტოს მიერ შესაბამისი პასუხისმგებელი პირის დანიშვნა/გამოყოფა, რომელიც ადგილზე იქნება მთელი ღონისძიების მსვლელობისას და კოორდინირებას გაუწევს დამკვეთის/ “ევოლუშენი“-ს, სააგენტოსა და/ან მესამე მხარის ნებისმიერ მოთხოვნას/შეკითხვას. 

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული კომპანიები უნდა დაგვიკავშირდნენ შემდეგ მეილებზე:
სალომე იაშვილი - siashvili@evolution.com
ნათია ხუჭუა - nkhuchua@evolution.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები