ჩაბარების ვადა:

23 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16231 - ფასთა გამოკითხვა თბილისის ოფისისთვის შრომის უსაფრთხოების მომსახურების მიღებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამ ოფისი (ს/კ 203845964) (შემდგომში “დამკვეთი”) აცხადებს ფასთა გამოკითხვას წინადადების მისაღებად (შემდგომში „წინადადება”) ფასთა გამოკითხვაში მონაწილეებისგან (შემდგომში “პრეტენდენტი”) თბილისის ოფისისთვის შრომის უსაფრთხოების მომსახურების მიღებაზე.

მოთხოვნის საგანი:

  • ორგანიზაციაში არსებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და დოკუმენტაციის შემოწმება და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • ოფისის სახანძრო და შრომის უსაფრთხოების არსებული პირობების აუდიტი, რისკების შეფასება და საჭირო რეკომენდაციების მომზადება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • აკრედიტირებული პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, რომელიც მოემსახურება ორგანიზაციას ჩარჩო ხელშეკრულების პერიოდში.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • ფასთა გამოკითხვის წინადადების წარდგენის (გამოგზავნის) ბოლო ვადაა:  2023 წლის 23 თებერვალი 18:00 საათი. 
  • შემოთავაზებაში წარდგენილი უნდა იქნას წინამდებარე მოთხოვნის გათვალისწინებით. სატენდერო დოკუმენტაცია გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ ელ.ფოსტაზე: procurement@wwfcaucasus.org

ნებისმიერი კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა ფასთა გამოკითხვასთან დაკავშირებით გაგზავნილი უნდა იქნეს წერილობით, შემდეგ ელ.ფოსტაზე:
დიანა ბიჩელაშვილი
ელ. ფოსტა: dbichelashvili@wwfcaucasus.org

ტენდერის კატეგორია:

  • 80600000 პროფესიული მომზადება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების სფეროში
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია