ჩაბარების ვადა:

20 თებერვალი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T16233 - ტენდერი ბანკის ფილიალებსა და სათაო ოფისში HVAC სისტემების დაპროექტებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის ფილიალებსა და სათაო ოფისში HVAC სისტემების დაპროექტების მიზნით კომპანიის ან ლიცენზირებული ფიზიკური პირის შესარჩევად, ქვემოთ წარმოდგენილი პირობების შესაბამისად:

  • გათბობა, კონდეცირება, ვენტილაცია, სანტექნიკა, ცივი/ცხელი წყალი;
  • დაპროექტებული პროექტის განხორციელებისას, პროექტის შემსრულებელს მოუწევს ვიზიტების განხორციელება ფართებში, ფარული სამუშაოების გადამოწმება და პრობლემური საკითხების გადაჭრა;
  • საქმის დასრულებისას პროექტის შემსრულებელს, მოუწევს მოცულობების, შესრულებული სამუშაოების გადამოწმება ხარჯთაღრიცხვის/პროექტის მიხედვით და შესაბამისი საბოლოო დასკვნის შედგენა;
  • დაპროექტებული პროექტის განხორციელებისას წარმოშობილი პრობლემის შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულად გამოწვეული იქნება პროექტის შედგენისას დაშვებული შეცდომის შედეგად, გამოსწორების ვალდებულება დაესკირება პროექტის შემსრულებელს;

ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

ტენდერში შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შემდგომი თანამშრომლობის მიზნით (დანართი #1);

წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. 

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023  წლის 20 თებერვალი, 17:00 საათი. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;

ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია არქიტექტორი გიორგი ანჯაფარიძე,
მობ: 595 78 78 07;
ელ-ფოსტა: giorgi.anjaparidze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები