ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16251 - ტენდერი სარემონტო/სარეკონსტრუქციო და არქიტექტურულ-დიზაინერული მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ტენდერს სარემონტო/სარეკონსტრუქციო და არქიტექტურულ-დიზაინერული მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.  

  • შემსყიდველი განიხილავს 1 ან მეტი კომპანიის შერჩევას და შესაძლოა რეგიონის მასშტაბით დიფერენცირებულად;
  • შემსყიდველი გააფორმებს ერთ ან ორ წლიან ხელშეკრულებას 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით. 

შესყიდვის პირობები:

შესყიდვის ობიექტია 2023 წლის განმავლობაში განსახორციელებელი:

  • ბანკის სერვისცენტრის/ოფისის სრული სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოები;
  • კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები;
  • რებრენდინგის შემთხვევაში - ნაწილობრივი სარეკონსტრუქციო/კოსმეტიკური სამუშაოები;

ბანკის დასტანდარტებული დიზაინის/კონცეფციის უკეთ აღსაქმელად იხ. დანართი №6 - რენდერები.

შემსრულებელი კომპანია პასუხისმგებელი უნდა იყოს მის მიერ ჩატარებულ რემონტზე, შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლიანი საგარანტიო პირობით.  

ლოტი II- დიზაინერული მომსახურება- შემსყიდველი კომპანია გააფორმებს 1 ან 2 წლიან ხელშეკრულებას ფასების უცვლელობის პირობით. ამ ლოტში წინასწარ განსაზღვრული არ არის თუ საშუალოდ რა რაოდენობის შეკვეთა იქნება წლის მანძილზე. 

დამატებითი მოთხოვნები:

  • კომპანია ვალდებულია საჭიროებისამებრ განახორციელოს ვიზიტი სერვისცენტრში სარემონტო სამუშაოებისა და დიზაინერული მომსახურების შესაფასებლად. 
  • შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს „სამუშაოს“ შესრულებისათვის აუცილებელი ყველა პირობა: კვალიფიციური პერსონალი, ტექნიკა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების წესების, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და „დამკვეთის“ მიერ შემუშავებული შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნები და ა.შ.

ერთეულის ფასები გამოსახული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს:

  • მასალისა და მომსახურების ფასს;
  • ყველა გადასახადის გათვალისწინებით,
  • მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს

ანგარიშსწორების პირობები:

  • კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 1 ან 2 წლიან ხელშეკრულებას საჭიროების მიხედვით, სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
  • მომსახურების ფასი ხელშეკრულების ფარგლებში იქნება უცვლელი.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ყოველი შესყიდვის/მომსახურების დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10  სამუშაო დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს www.tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთზე მეტ კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • მასალისა და მომსახურების ფასი
  • მომსახურების ხარისხი 
  • კომპანიის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
  • მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ;

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 1 მარტ - 18:00 საათი.

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე არსებული კითხვა-პასუხის მოდული; ნებისმიერი კითხვა და ნებისმიერი პასუხი ხელმისაწვდომია როგორც რეგისტრირებული ასევე არარეგისტრირებული მომხმარებლისთვის

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 1 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
მიხეილ ჩიბურდანიძე
Email: ggogadze@credo.ge
T: 591750872

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დოკუმენტაცია

ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ზოგადი ინფორმაცია - დანართი №6 - CREDO BANK Brandbook ზოგადი ინფორმაცია - დანართი №6 - CREDO BANK Brandbook
ზოგადი ინფორმაცია - დანართი №7 - ოფისების ჩამონათვალი ზოგადი ინფორმაცია - დანართი №7 - ოფისების ჩამონათვალი
ზოგადი ინფორმაცია - სატენდერო განაცხადი ზოგადი ინფორმაცია - სატენდერო განაცხადი
მხოლოდ ხელმოსაწერი - დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან მხოლოდ ხელმოსაწერი - დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
მხოლოდ ხელმოსაწერი - დანართი №4 - აფიდავიტი მხოლოდ ხელმოსაწერი - დანართი №4 - აფიდავიტი
მხოლოდ ხელმოსაწერი - დანართი №5 - ანგარიშის გახსნის თაობაზე მხოლოდ ხელმოსაწერი - დანართი №5 - ანგარიშის გახსნის თაობაზე
შესავსები - დანართი №1 (ლოტი II) -შემოთავაზების ფორმა შესავსები - დანართი №1 (ლოტი II) -შემოთავაზების ფორმა
შესავსები - დანართი №2-რეკომენდატორები შესავსები - დანართი №2-რეკომენდატორები
შესავსები - დანართი №1 (ლოტი I) -სტანდარტული სერვისცენტრი შესავსები - დანართი №1 (ლოტი I) -სტანდარტული სერვისცენტრი
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 თებერვალი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა