ჩაბარების ვადა:

27 თებერვალი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T16283 - ტენდერი SOLO სტატუსის მქონე კლიენტებისთვის კონსიერჟის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 27 თებერვალი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს, SOLO სტატუსის მქონე კლიენტებისთვის კონსიერჟის მომსახურების შესყიდვის შესახებ. ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba). 

რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი შესყიდვების მიმართულებით:
ნინო მიქელაძე
ელ. ფოსტა: nimikeladze@bog.ge
მობ: +995 599 88 43 22

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 27 თებერვალი, 17:00 საათი.

ზოგადი ინფორმაცია:

  • საკონტრაქტო ვადა: 3 წელი
  • SOLO CLUB ანგარიშთა პაკეტით მოსარგებლე (მათ შორის, Аmerican Express Platinium Card-ის მფლობელი) მომხმარებლებს (შემდგომში - კლიენტი) შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებით, რაც გულისხმობს კონსიერჟის/პირადი ასისტენტის გათვალისწინებული საინფორმაციო ხასიათის მომსახურების მიწოდებასა და პროდუქტის/მომსახურების მიღების მიზნით შესაბამის პირებთან გადამისამართებას.
  • SOLO CLUB ანგარიშთა პაკეტით მოსარგებლე მომხმარებელთა მიმდინარე რაოდენობა - 10.000 მომხმარებელი (მზარდი).

მომსახურების პირობები:

  • კონსიერჟის/პირადი ასისტენტის გათვალისწინებულ მომსახურებას (შემდგომში - მომსახურება) კლიენტს გაუწევს საქართველოს ბანკის (შემდგომში - ბანკი) მიერ განსაზღვრული მესამე პირი, ხოლო ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის სასარგებლოდ მესამე პირისთვის აღნიშნული მომსახურების საფასურის გადახდას;
  • მომსახურების ჩამონათვალი, რომლის საფასურის გადახდას/ანაზღაურებას უზრუნველყოფს ბანკი ცვალებადია და ჩამონათვალის მოქმედი ვერსიის სანახავად გაეცანით დანართ N1-ს.
  • მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მომსახურების პირობების დანართით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე საზღვარგარეთ;
  • ბანკსა და კლიენტს შორის შემდგომი კომუნიკაციისთვის შესაძლებელია ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმებული სხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოიყენება;
  • მომსახურება კლიენტს მიეწოდება მესამე პირის მიერ განსაზღვრული წესით და ვადაში;
  • მომსახურების ფარგლებში კლიენტის მიერ მომსახურების/პროდუქტის მესამე პირისგან შეძენის შემთხვევაში, შეძენილი მომსახურების/პროდუქტის თანხის/ღირებულების გადარიცხვას უზრუნველყოფს ბანკი, კლიენტის დავალების საფუძველზე, ბანკში დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.
  • პრეტენდენტი ვალდებულია სრულად უზრუნველყოს მისი თანამშრომლების უზრუნველყოფა ყველა საჭირო საოფისე/ტექნიკური ინვენტარით, მათ შორის ოფისით.
  • SLA: 

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირება 24/7

მოთხოვნაზე რეაგირების დრო: 

  • სამუშაო საათებში: 20 წუთი
  • არასამუშაო საათებში: 1 საათი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავსი მომსახურების შესაბამისი მასშტაბებით შესრულების გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე - მინიმუმ 3 წელი.
  • პროექტის დაწყების შესაძლებლობა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება