ჩაბარების ვადა:

23 თებერვალი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T16286 - ტენდერი ციფრული კამპანიების დაგეგმვა/განხორციელების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს, ციფრული კამპანიების დაგეგმვა/განხორციელების მომსახურების შესყიდვის შესახებ. ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).

რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი შესყიდვების მიმართულებით:
ნინო მიქელაძე
ელ. ფოსტა: nimikeladze@bog.ge
მობ: +995 599 88 43 22

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 23 თებერვალი, 17:00 საათი.

ზოგადი ინფორმაცია:

  • საკონტრაქტო ვადა: 1 წელი
  • აუცილებელია, მომსახურე კომპანიას გააჩნდეს ციფრული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების, უმეტესად გაყიდვაზე ორიენტირებული, გამოცდილება. ამასთან, გადამწყვეტია, მომსახურე კომპანიას ჰქონდეს ფინანსურ ინსტიტუციებთან მუშაობის გამოცდილება, რადგან კომპანიის გუნდმა ბანკის გუნდთან ერთად სწორედ საფინანსო პროდუქტების გაყიდვაზე უნდა იმუშავოს.

აუცილებელი მოთხოვნები:
Section 1:

  • საფინანსო ციფრული პროდუქტის შექმნის გამოცდილება.
  • საფინანსო პროდუქტის გაყიდვების არხების აწყობა.
  • საფინანსო პროდუქტებზე Lead Generation Campaign-ის შექმნისა და მართვის გამოცდილება.
  • საფინანსო პროდუქტებზე შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის გამოცდილება
  • კონტრაქტის ფარგლებში საქართველოს ბანკთან ექსკლუზიური თანამშრომლობა (საფინანსო სექტორსა და მათ შვილობილებში).

Section 2:

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს ბანკზე მომაგრებული Account Manager-ი, რომელიც საჭირო დროში დააორგანიზებს შეხვედრას და გადასცემს დავალებას საჭირო გუნდს.
  • Account Manager-ის გარდა კონკრეტულად საქართველოს ბანკზე იყოს მომაგრებული ორი სამუშაო გუნდი:
    - მთავარი გუნდი: სტრატეგი, სოციალური მედია მენეჯერი
    - დამხმარე გუნდი: ქოფირაითერი, დიზაინერი, მოუშენ გრაფიკოსი
  • მიცემული დავალების შესრულება უნდა მოხდეს სწრაფად, არა უგვიანეს 1 დღისა (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). დავალება შეიძლება მოიაზრებდეს, როგორც კრეატიულ გადაწყვეტას, ისე საჭირო ვიზუალურ მასალას, თუ ქოფის, რომელშიც ბანკი დამატებით თანხას არ გადაიხდის.
  • მთავარი სამუშაო გუნდი ყოველდღიურად ხაზზე ყოფნის გარდა კვირაში აკეთებდეს თანხვედრის შეხვედრებს ბანკის გუნდთან.

Section 3:

  • HTML5 ბანერების მომზადება. 
  • დახმარება troublshooting-ში, კომუნიკაციაში დახმარება Facebook/Google და სხვა ციფრული პროგრამების საფორთ თიმებთან.

Section 4:

  • ბიზნესის ციფრული პროდუქტების კომუნიკაცია.
  • Plus და Amex-ის ბარათებზე კომუნიკაცია.
  • მობილბანკის კომუნიკაცია.
  • სტუდენტური ბარათის კომუნიკაცია

მოცემული 4 მიმართულებისთვის ინდივიდუალური გუნდის ფორმირება და პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მასშტაბურ ციფრულ კამპანიაზე მუშაობის გამოცდილება.
  • ზემოთ აღწერილი საქმის შესასრულებლად კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი.
  • მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება სხვა კომპანიებთან.
  • კომპანიის შიგნით სრულმასშტაბიანი ციფრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა