ჩაბარების ვადა:

6 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16291 - ტენდერი თერმომეტრების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თერმომეტრების შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა:

საკვების ტემპერატურის გასაზომი ციფრული თერმომეტრი:

  • საორიენტაციო რაოდენობა - 500 ცალი;
  • ზონდის სიგრძე: 14-15 სმ;
  • ტემპერატურის დიაპაზონი: -50 / +300  ℃;

ტენიანობის და ტემპერატურის საზომი თერმომეტრი მაცივრისთვის (თერმო-ჰიგრომეტრი):

  • საორიენტაციო რაოდენობა - 4 000 ცალი;
  • ტემპერატურის დიაპაზონი: -50 / +70  ℃;
  • ტენიანობის დიაპაზონი: 10% დან- 99% მდე;
  • სასურველია სურათზე მოცემული მოდელი (სენსორის სიგრძე 1,5 მ), ასევე განიხილება ალტერნატიული მოდელები;
     

ტენიანობის და ტემპერატურის საზომი თერმომეტრი საწყობისთვის (თერმო-ჰიგრომეტრი):

  • საორიენტაციო რაოდენობა - 500 ცალი;
  • ტემპერატურის დიაპაზონი: -50 / +70  ℃;
  • ტენიანობის დიაპაზონი: 10% დან- 99% მდე;
  • თერმომეტრი უნდა ემაგრებოდეს ზედაპირს მყარად;

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (ზომა, სამუშაო ტემპერატურა, მაქსიმალური ცდომილება (±˚C), კვება (ელემენტი, დენის წყარო და სხვა), მწარმოებელი ქვეყანა, აქვს თუ არა გაზომილი ტემპერატურების შენახვის ფუნქცია და ა.შ.);
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თერმომეტრის ნიმუშები;
  • შეკვეთის შემთხვევაში ყველა თერმომეტრი უნდა იყოს დაკალიბრებული;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 მარტი, 18:00 საათი.
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები