ჩაბარების ვადა:

23 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16292 - ტენდერი ბურღვითი სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს Construction Service აცხადებს ტენდერს ბურღვითი სამუშაოების მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.  

შესყიდვის პირობები

დეტალები პროექტის შესახებ:

ფოთის ობიექტზე რკინა-ბეტონის ხიმინჯების საბურღი სამუშაოების განხორციელება შემდეგი თანამიმდევრობით:

  • 2023 წლის მარტში საბურღი მექანიზმის მობილიზაცია უნდა განხორციელდეს სამეალიორაციო არხის გადაკვეთაზე მდებარე ( ფოთი მე 9 კიომეტრი) 33 მეტრიანი ხიდის პირველ ბურჯზე  სადაც იბურღება 3 - 1500 მმ-იანი, სიგრძით 30.1 გ/მ ხიმინჯი. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 32 გ/მ)
  • მექანიზმის დაშლის შემდეგ საბურღი აგრეგატის უბანი უნდა გადაადგილდეს 500 მეტრამდე მანძილზე სამეალირაციო არხის გადაკვეთაზე მდებარე 24 მეტრიანი ხიდის პირველ ბურჯზე სადაც მოაწყობს 4 - 1500 მმ-იან, სიგრძით 30.1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 32 გ/მ)
  • მექანიზმის დაშლის შემდეგ საბურღი აგრეგატის უბანი უნდა გადაადგილდეს 500 მეტრამდე მანძილზე სამეალირაციო არხის გადაკვეთაზე მდებარე 24 მეტრიანი ხიდის მეორე ბურჯზე სადაც მოაწყობს 5 - 1500 მმ-იან, სიგრძით 30.1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 32 გ/მ)
  • მექანიზმის დაშლის შემდეგ საბურღი აგრეგატის უბანი უნდა გადაადგილდეს 500 მეტრამდე მანძილზე სამეალირაციო არხის გადაკვეთაზე მდებარე 33 მეტრიანი ხიდის მეორე ბურჯზე სადაც მოაწყობს 3 - 1500 მმ-იან, სიგრძით 30.1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 32 გ/მ)
  • მექანიზმის დაშლის შემდეგ საბურღი აგრეგატის უბანი უნდა გადაადგილდეს 500 მეტრამდე მანძილზე მთავარი ხიდის # 1 სანაპირო ბურჯზე სადაც მოაწყობს 10 - 1500 მმ-იან, სიგრძით 30.1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 32 გ/მ)
  • საბურღი მექანიზმი უნდა გადაადგილდეს #2 შუალედურ ბურჯზე სადაც მოაწყობს 15- 1500 მმ-იან, სიგრძით 38,1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 40 გ/მ)
  • მექნიზმის სრული დაშლით უნდა მოხდეს საბურღი უბნის გადაადგილება მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ზე 5 შუალედურ ბურჯზე სადაც მოაწყობს 15 - -1500 მმ იან სიგრძით 38,1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 40 გ/მ)
  • საბურღი მექანიზმი უნდა გადაადგილდეს # 6 სანაპირო ბურჯთან სადაც მოაწყობს 10 - 1500 მმიან სიგრძით 30.1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 32 გ/მ)
  • 2023 წლის ნოემბერში საბურღი მექანიზმის უბნის მობილიზაცია უნდა განხორციელდეს #4 შუალედურ ბურჯზე სადაც მოაწყობს 15 ცალ 1500 მმ იან სიგრძით 38,1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 40 გ/მ)
  • 2024 წლის იანვარში საბურღი მექანიზმის უბნის მობილიზაცია უნდა განხორციელდეს ზე #3 შუალედურ ბურჯზე სადაც მოაწყობს 15 ცალ 1500 მმ იან სიგრძით 38,1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 40 გ/მ)

შემსრულებელი კომპანია პასუხისმგებელი უნდა იყოს მის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზეშესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდება საგარანტიო პირობებით

პროექტის დანართები:

  • გეოლოგია
  • ხარჯთაღრიცხვის ფორმა
  • შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ობიექტის რთული გეოლოგიური პირობები.

ერთეულის ფასები გამოსახული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს:

  • მომსახურების ფასი ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
  • მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მანქანა-მექანიზმები, პერსონალის და დამხმარე მასალების ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

ანგარიშსწორების პირობები:

  • შპს Construction Service-ი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს ხელშეკრულებას, სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
  • მომსახურების ფასი ხელშეკრულების ფარგლებში იქნება უცვლელი.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ყოველი შესყიდვის/მომსახურების დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: info@cs.ge  

სატენდერო კომიტეტი განიხილავს  ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • მომსახურების ფასი
  • მომსახურების ხარისხი 
  • კომპანიის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 23 თებერვალი - 18:00 საათი.

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: t.tsaguria@cs.ge  

გთხოვთ, წინადადება წარმოგვიდგინოთ შემდეგი ფორმით:

  • ხარჯთაღრიცხვა ექსელის ფორმატში
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • ცნობა საგადასახადოს მიმართ დავალიანების არქონის თაობაზე
  • მოკლე ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ
  • ინფორმაცია კომპანიის მფლობელობაში არსებული დანადგარების და მანქანა-მექანიზმების/სპეც-ტექნიკის თაობაზე
  • ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა)
  • პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ მანქანა-დანადგარების/სპეც-ტექნიკის/ხელსაწყოების სია და მათი მახასიათებლები, პერსონალის რაოდენობა და გეგმა, რამდენი წყობის/ბურღვის სიგრძის გაკეთებას გეგმავენ დღეში.

საკონტაქტო პირი:
თამარ ცაგურია
Email: t.tsaguria@cs.ge 
T: 577203384

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 76300000 ბურღვასთან დაკავშირებული მომსახურებები