ჩაბარების ვადა:

6 მარტი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T16296 - ტენდერი კიკვიძე ა ბლოკის სახურავის ჰიდროიზოლაციის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

არქი აცხადებს ტენდერს კიკვიძე ა ბლოკის სახურავის ჰიდროიზოლაციის მომსახურების შესყიდვის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად. 

ტენდერის მიზანია შეირჩეს ერთი კონტრაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით.

ტენდერის ვადები და წარმოდგენის პროცედურა:

  • წინადადების წარმოდგენის საბოლოო ვადა: 2023 წლის 6 მარტი, 17:00 სთ.

წინადადების წარმოდგენა: 

  • წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით მისამართზე (E-mail): i.ptskialadze@archi.ge
  • Subject-ის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ტენდერის ნომერი.
  • გადმოგზავნილ წინადადებაში, სატენდერო დოკუმენტაციის მუხლი N5-ით განსაზღვრული წარმოსადგენი დოკუმენტები, უნდა იყოს ატვირთული ცალ-ცალკე ფაილებად.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ტენდერის BOQ-ში მოცემულია 2 ვარიანტი - მემბრანული და წასასმელი ჰიდროიზოლაციის ტიპები. ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა განაფასოს ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც შეესაბამება მისი საქმიანობის პროფილს. (თუ ტენდერში მონაწილე კომპანია ასრულებს როგორც მემბრანულ, ასევე წასასმელ ჰიდროიზოლაციის სამუშაოებს, კომპანიას შეუძლია წარმოადგინოს ორივე ვარიანტზე განფასება)
  • წინადადებები გადმოგზავნილი უნდა იყოს სატენდერო ვადის ამოწურვამდე.
  • ნებისმიერი წინადადება, რომელიც მოწოდებული იქნება აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ, ავტომატურად გამოცხადდება დისკვალიფიცირებულად და არ დაექვემდებარება განხილვას.

ძირითადი მოთხოვნები: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტს (მიმწოდებელი) უნდა გააჩნდეს ბოლო 3 წელიწადში მსგავსი საქონლის/მომსახურების მიწოდების არანაკლებ 5 შემთხვევა. 

ნებისმიერი შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი/ელექტრონული. შეკითხვის ავტორმა კომპანიის დასახელებასთან, თავის სახელთან და თანამდებობასთან ერთად აუცილებლად უნდა მიუთითოს კონკურსის ნომერი. 

  • არქი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს კონკურსის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, რასაც დროულად აცნობებს კონკურსის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს კონკურსი მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
  • არქი გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს მას. შპს არქი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • არქი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არქი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
  • განმარტებებზე პასუხი ყველა მონაწილეს გაეგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შესაბამისად ყველა მონაწილეს უნდა გააჩნდეს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც შემოწმდება რეგულარულად.

ანგარიშსწორებისა და თანამშრომლობის პირობები:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეტაპობრივად მიწოდებული საქონლის/მომსახურების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადახდო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება შუალედური/საბოლოო შესრულების წარმოდგენიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით. 
  • ტენდერში მონაწილე კომპანიის მხრიდან ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი  საბანკო გარანტია მოთხოვნილ საავანსო თანხაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის (საქონელი/მომსახურება) ჯამურ ღირებულებას იმ ფორმით (შევსებული ექსელის ფაილი), რა ფორმითაცაა მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • საქონლის/მომსახურების მოწოდების/შესრულების ვადები;
  • საქონლის/მომსახურების საგარანტიო პირობები/ვადები;
  • ბოლო 1 წელში ანალოგიური სამუშაოების შესრულების ჩამონათვალი პროექტების ჯამურ ღირებულებებთან ერთად;
  • არქის მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკური პერსონალის რეზიუმეები (CV)
  • რეკომენდატორი კომპანიები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული ხელშეკრულების ვერსია, წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

კონფიდენციალობა:

  • აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით, ტენდერში მონაწილე კომპანია ადასტურებს, რომ დაიცავს კონფიდენციალობას და არქის მხრიდან მიღებულ სატენდერო ინფორმაციას, კომპანიასთან შეთანხმებისა და მისგან დასტურის მიღების გარეშე არ გასცემს მესამე პირზე.

სატენდერო პირობების დოკუმენტის ხელმოწერა:

  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს რითაც დაადასტურებს რომ ეთანხმება აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილ პირობებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:

გიორგი ყველაშვილი 591 514750
ელ. ფოსტა: g.kvelashvili@archi.ge 

სატენდერო პირობებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:
ირაკლი ფცქიალაძე 593 182252
ელ. ფოსტა: I.ptskialadze@archi.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები