ჩაბარების ვადა:

10 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16302 - ტენდერი ქ. თბილისში სასაწყობე შენობის მშენებლობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 10 მარტი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბალავარი” აცხადებს ტენდერს მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე ქ. თბილისი, ლილო იუმაშევის ქ.#23-ში (ს/კ 01.19.26.004.347) სასაწყობე შენობის მშენებლობაზე.

სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) თვის ვადით.

დაინტერესებულ კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 01 მარტის ჩათვლით.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ქონდეს:
    - ა) ზოგადი სამშენებლო სამუშაოების შესრულების ჯამური გამოცდილება არანაკლებ 5,000,000 ლარის ოდენობით.
    - ბ) ერთი დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამოქალაქო დანიშნულების ახალი შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის გამოცდილება, არანაკლებ 500,000.00 ლარის ოდენობით.
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, კერძოდ პროექტის მენეჯერი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილებით არანაკლებ 5 წელი.
  • დამატებითი დეტალური მოთხოვნები იხილეთ თანდართულ სატენდერო დოკუმენტაციაში.

პრეტენდენტის მიერ ტენდერში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • დანართი N1 - ხარჯთაღრიცხვა;
  • დანართი N2 - თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე;
  • დანართი N3 - ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი;
  • დანართი N4 - თანხმობა შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადებისა (დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი);
  • დანართი N5 - ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • დანართი N6 - ინფორმაცია შემოთავაზებული პერსონალის შესახებ;
  • ინფორმაცია ავანსის მოთხოვნის შესახებ;
  • ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ (კომპანიის პროფილი);
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • განახლებული ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ.

დამატებითი მოთხოვნები

  • შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის დღგ.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 10 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
გიორგი ყიფიანი, ტელეფონის N: 555 53 55 66
ანა ქავთარაძე, ტელეფონის N: 591 94 84 88

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 თებერვალი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა