ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16311 - ტენდერი საქართველოს მასშტაბით სერვის ცენტრებისა და ბექ-ოფისების გათბობა-გაგრილების სისტემის გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსსაქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით სერვის ცენტრებისა და ბექ-ოფისების გათბობა-გაგრილების სისტემის გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების შესყიდვაზე. 

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება გათბობა-გაგრილების სისტემის მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).

ურთიერთთანამშრომლობის ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს.

დეტალური ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba). 

რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ბექა მუმლაძე
ელ. ფოსტა: b.mumladze@bog.ge
მობ: 551 46 20 03  

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამოცდილება HVAC სისტემების ტექნიკური მომსახურების მიმართულებით რომელთა ჯამური ღირებულებაც 2019-2023 წლების პერიოდში არ უნდა იყოს 300 ათას ლარზე ნაკლები.

პრენდენტის შეფასება მოხდება ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით:

წონები:  
ტექნიკური წინადადება  
პრეტენდენტის გამოცდილება 20 %
ინციდენტებზე რეაგირების პერიოდი SLA 20 %
ფინანსური წინადადება  

ჯამური სატენდერო ფასი (სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი)

60 %

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი 1) 
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2) 
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • შევსებული ფორმა N2 კომპანიის გამოცდილება 
  • შევსებული დანართი N3 ინციდენტებზე რეაგირების პერიოდი SLA 
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (პორტფოლიო/პრეზენტაცია), საქმიანობის მოკლე აღწერილობა
  • არანაკლებ 2 სარეკომენდაციო წერილი სხვადასხვა ორგანიზაციებისაგან;
  • არანაკლებ 3 თანამშრომლის რეზიუმე.
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები