ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16322 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ცხადდება ტენდერი შემდეგი დასახელების და რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე:

დასახელება მონაცემები რ-ბა მისაღები ბრენდები

ბრენდ სისტემური ბლოკი

პროცესორ - intel Core i5, არანაკლებ 11 თაობა ან AMD Ryzen 7 არანაკლებ მე-5 გენერაცია; ოპერატიული მეხსიერება - მინიმუმ 8GB;  მყარი დისკი - 512GB SSD; ვიდეო ბარათი - 1030 (გარანტია - 3 წელი)

5

DELL; HP;  LENOVO

არაბრენდი სისტემური ბლოკი (ასაწყობი)

პროცესორ - intel Core i5, არანაკლებ 11 თაობა; ოპერატიული მეხსიერება - მინიმუმ 16GB; მყარი დისკი - 256GB SSD; ვიდეო ბარათი ინტეგრირებული; ქეისი - რეკში ჩასაყენებელი (გარანტია - 1 წელი)

3  

ლეპტოპი

პროცესორ - intel Core i5, არანაკლებ 11 თაობა ან ან AMD Ryzen 7 არანაკლებ მე-5 გენერაცია;  ოპერატიული მეხსიერება - მინიმუმ 8GB;  მყარი დისკი - 512GB SSD; ეკრანის ზომა - 14" (გარანტია - 3 წელი)

10

DELL; HP;  LENOVO

მონიტორი

ეკრანის ზომა : 24";  მონიტორის ტიპი : LED ეკრანის ტიპი : FHD;  მატრიცა: ips  განახლების სიხშირე : 75 hz;  პორტები. DP, HDMI (გარანტია - 2 წელი)

10

მისაღებია ნებისმიერი ბრენდი

პრინტერი

პრინტერი/კომბაინი (Printer, Scanner, Copier) / ქსელური / ლაზერული / შავ-თეთრი / ფორმატი A4 / ADF / Memory  256. (გარანტია - 1 წელი)

10

HP


წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის  დღგ-ს ჩათვლით, მოწოდების ვადებს, საგარანტიო  და  გადახდის პირობებს

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება,  საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ  დალუქული კონვერტით 2023 წლის 1 მარტის ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: მიხეილ იაშაღაშვილი
ტელეფონი: 593 903233   
E-mail: tenders@silknet.com; miashaghashvili@silknet.com;
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7

ს.ს. ,,სილქნეტი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; 
ს.ს. ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები