ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16400 - ტენდერი საქართველოს მასშტაბით, ჰორიზონტალური ბურღვის (კროტის) მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ აცხადებს ტენდერს  საქართველოს მასშტაბით, ჰორიზონტალური ბურღვის (კროტის) მომსახურების შესყიდვაზე.   გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები  ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით. ასევე,  სამუშაოს შესრულების ვადა და გადახდის პირობა.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 17 მარტის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის # 7.  

ჰორიზონტალური ბურღვის მომსახურების  შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის მანძილზე. სილქნეტის მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

  • ტენდერის # 2023/15
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2023 წლის 17 მარტის ჩათვლით
  • განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
  • კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ 
  • კლიენტების ჩამონათვალი 
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები; 

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე 
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი; 
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით; 

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; 
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება; 
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ; 
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა; 
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ; 

რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია 
საკონტაქტო პირი: ინა საჯაია, სოსო მაზმიშვილი 
მობ: +995 599 55 25 53; +995 555 54 05 54 
E-mail: SMazmishvili@silknet.comISajaia@silknet.comtenders@silknet.com;
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის # 7

მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით; 

სს ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender

ტენდერის კატეგორია:

  • 76300000 ბურღვასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები