ჩაბარების ვადა:

14 მარტი 2023, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T16402 - ტენდერი კირქვის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს, კირქვის შესაძენად.

სავალდებულო მოთხოვნები: 

  • ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შესყიდვების დეპარტამენტისა და კასპის ქარხნის მოთხოვნების შესაბამისად მოახდინოს შესაბამისი რაოდენობის ნედლეულის მოპოვება და ტრანსპორტირება
  • პირველ ეტაპზე საჭიროა დაიგეგმოს თქვეში დაახლოებით 30 ათასი ტონის მოპოვება და კასპის ქარხნამდე მიტანა. საშუალოდ დღიური რაოდენობა 1000 ტონა. ტექნოლოგიურად გამართვის შემთხვევაში სავარაუდოა რომ გაიზრდება დღიური მოთხოვნა და შესაბამისად თვიურიც.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კირქვის კარიერის მოქმედი ლიცენზია, ვალიდური ექსკავაციის გეგმა და კარიერზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა.
  • პრედენდენტმა უნდა მიუთითოს კარიერის ზუსტი მდებარეობა, ჯპს მონაცემებით  ინტერაქციულ რუკაზე,
  • აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნედლეულის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში. 

მოთხოვნები ნედლეულის შემცველობაზე:

  • კალციუმის ოქსიდის (CaO) საშუალო შემცველობა 39 % (დასაშვები ცდომილება +1%,  -2 %)
  • დაუმსხვრეველი - არაუმეტეს 0.5 მ3 მოცულობის ქვა.

დამატებით კრიტიკული მარაგი უნდა შეიქმნას კავთისხევის კარიერზე 10 000 ტონის ოდენობით. 

პოტენციური შემსრულების გამოკვეთის შემდეგ დაიგეგმება შეხვედრა და გავლილი იქნება შესაბამისი საჭირო საკითხები.

კომერციული ნაწილი:

  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მთელი მომავალი წლის განმავლობაში გადასაზიდი რაოდენობა გადანაწილდება თვეებზე და გადაზიდვა მოხდება მოთხოვნის შესაბამისად. 

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი:

  • 1 ტონა ნედლეულის მოპოვება, ექსკავირება და საკუთარი მანქანებით (ტრანსპორტირებით), ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კასპის ქარხნამდე მიტანა. (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე)
  • 1 ტონა ნედლეულის მოპოვება, ექსკავირება და მანქანებში ჩატვირთვა (ტრანსპორტირების გარეშე) (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე)

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, მოახდინოთ დაკავშირება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: George.lobjanidze@heidelbergcement.ge ამის შემდეგ მოხდება თქვენი მოწვევა/დამატება კომპანიის შიდა ტენდერზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ტენდერი სრულდება 14 მარტს 13:00 საათზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი
  • 14200000 ქვიშა და თიხა

დოკუმენტაცია