ჩაბარების ვადა:

2 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16432 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

 შპსსაქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე.

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.
ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 14 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff და სხვა.

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს:

  • დანიშნულებასატრანსპორტო მომსახურება

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას და გადახდის პირობას).
  • ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • შიდა გადაზიდვების ტრანსპორტირების დაზღვევა.
  • დაზღვევის პირობა მოიცავდეს პუნქტს, რომლის თანახმად სადაზღვევო ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მოსარგებლე მხარე იყოს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: ლოგისტიკის დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე 

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

  • ქ. თბილისი. ისააკიანის ჩიხი #1. შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
  • შემოთავაზების მიღება იწყება: 02.03.2023 11:00
  • შემოთავაზების მიღება მთავრდება: 02.04.2023, 18:00

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ვასილ ბეშკენაძე
ლოგისტიკის დეპარტამენტი
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
ტელ.: (+995) 551 312 097
ელ. ფოსტა: V.beshkenadze@gdl.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები