ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16433 - ტენდერი სასურსათო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდაზე

სს „კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და დღესდღეობით მოიცავს 83 სერვისცენტრს.

გაცნობებთ, რომ  კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს სასურსათო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

წინამდებარე ტენდერის  შესყიდვის ობიექტია:

  • სასურსათო პროდუქტი, კერძოდ: ყავა, ჩაი, შაქარი, ნაღების ფხვნილი, ყავის ფილტრი;
  • კრედო ბანკის მიერ წლის განმავლობაში შესყიდული პროდუქციის რაოდენობები მოცემულია დანართი №1 -ში (შესავსები ფორმა);
  • კრედო ბანკი მომწოდებელ კომპანიას თვეში ერთხელ ელ-ფოსტის საშუალებით მიაწვდის მოთხოვნათა ცხრილს (ოფისების მიხედვით) სასურსათო პროდუქტის შესყიდვასთან დაკავშირებით; 
  • გამარჯვებული კომპანია იღებს ვალდებულებას თვეში ერთხელ მიაწოდოს  მოთხოვნილი რაოდენობის/სახეობის პროდუქტი საქართველოს მასშტაბით კრედო ბანკის ყველა ოფისს:
    - თბილისის მასშტაბით: შეკვეთიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში;
    - რეგიონების მასშტაბით: შეკვეთიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღეში
  • კრედოს ოფისების მისამართები იხილეთ დანართ №2-ში;

შეკვეთილი პროდუქტის დადგენილ ვადებში მიწოდება კრედო ბანკის ყველა ოფისში:

  • ოფისის/სერვისცენტრების მიერ ხელმოწერილ ელ.ზედნადებს მომწოდებელი აწვდის კრედო ბანკის წარმომადგენელს სათავო ოფისში ერთიან ინვოისთან ერთად;
  • ანგარიშსწორება ხორციელდება ხელმოწერილი ზედნადებების და ჯამური ინვოისის მოწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
  • პროცესი მეორდება ყოველთვიურად;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ);
  • მოწოდებულ ერთეულის ფასში უნდა შედიოდეს ყველა ხარჯი, როგორიცაა:
    - პროდუქციის  ღირებულება;
    - ტრანსპორტირების ხარჯი;
    - მომსახურება
  • მომწოდებელი იღებს ვალდებულებას მისაწოდებელი საქონლის შეფუთვებს ქარხნულად მითითებული ქონდეს:
    - ბრენდის დასახელება
    - მწარმოებელი ქვეყანა
    - პარამეტრები (ზომა, წონა, სახეობა)
  • პროდუქცია აუცილებლად უნდა იყოს სერთიფიცირებული ( ISO 9001; ISO 14000);
  • უპირატესობა მიენიჭება ეკონომიურ შეფუთვებს

შენიშვნა: 

  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანი(ებ)ს მოსთხოვოს პროდუქციის ნიმუშების წარმოდგენა, იმ შემთხვევაში თუ ისინი მოხვდებიან შერჩეულ კომპანიებს შორის მოკლე სიაში (Short List);
  • მომწოდებელს აქვს შესაძლებლობა რომ შემოთავაზებაში  წარმოადგინოს  სხვადსხვა ბრენდის, ხარისხის და სპეციფიკაციის პროდუქცია დანართი №1_ის მიხედვით;

ანგარიშსწორების პირობები:

  • კრედო ბანკი გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს ხელშეკრულებას 1 წლის ვადით შემდეგი სავალდებულო პირობების გათვალისწინებით:
  • კონტრაქტის განმავლობაში ტენდერში მოწოდებული  ფასების და პირობების ფიქსირება/ უცვლელობა; თუ არ ეთანხმებით ამ პირობას გთხოვთ მიუთითოთ რა იქნება შემცვლელი ფაქტორი და რა დინამიკით შეიცვლება ფასი.
  • ანგარიშსწორებისთვის კრედო ბანკში ანგარიშის გახსნა;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ხელმოწერილი ზედნადებების და ჯამური ინვოისის მოწოდებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

სატენდერო კომისია განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და შეარჩევს მომწოდებელს უპირატესად ფასის კრიტერიუმის გათვალისწინებით.  

მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.

მომწოდებლის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია
მიმწოდებელმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე, ასევე:
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება,  პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი  და ა.შ.)
  • უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართები
    - დანართი №1 - შესავსები ფორმა (ასევე მოგვაწოდეთ ექსელის ფაილით)
    - დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
    - დანართი №4 - აფიდავიტი
    - დანართი №5 - ანგარიშის გახსნის თაობაზე

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 17 მარტი, 18:00 საათი. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 17 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი: ჟანა ცერცვაძე
ტელ.: 595 04 71 58
ელ. ფოსტა: zhtsertsvadze@credo.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 15500000 რძის პროდუქტები
  • 15600000 დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები
  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 მარტი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა