31 მარტი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T16435 - ტენდერი საგენერატორო ამომრთველის შეცვლა ვაკუუმური ამომრთველით (პროექტირება და შესრულება)
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 9 მარტი 2023 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 მარტი 2023 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:
- საგენერატორო ამომრთველის შეცვლა ვაკუუმური ამომრთველით (პროექტირება და შესრულება)
ტენდერში მონაწილეობა უფასოა.
მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება
გენერატორის მონაცემები:
- ნომინალური ძაბვა: 10 500 V;
- სიმძლავრე: 40 600 kVA;
- კოსინუსი: 0.8;
ამომრთველის ტექნიკური მოთხოვნა:
- ნომინალური დენი -6300 A
- ნომინალური ძაბვა -17,5 Kv
- მოკლედ შერთვის გამორთვის დენი -90Ka
- სიხშირე -50Hz
- ამომრთველის ჩართვის დრო - 50÷60 MS
- ამომრთველის გამორთვის დრო - 10÷15 MS
- ოპერატიური მართვა - 220 DC
- სამივე პოლუსის ერთი ამძრავით ჩართვა
- ამომრთველის შეცვლის პროექტის მომზადება
- ძველი ამომრთველის დემონტაჟი
- ახალი ამომრთველის მონტაჟი ყველა საჭირო სამუშაოების გათვალისწინებით (მეორადი კომუტაციის კაბელი შეცვლა, პირველადი კომუტაცია, მეორადი კომუტაცია, ამომრთველის მართვის ინსტალირება ციფრულ სიჩქარის რეგულატორთან, ამომრთველის მართვის დაკავშირება არსებულ რელეურ დაცვისა, ჰიდროავტომატიკის, აგზნების წრედებთან და სიგნალიზაციის წრედებთან, გაწყობითი სამუშაოების წარმოება, ავტოსინქრონიზაციის წრედებთან ინსტალირება და ა.შ)
- სალტეების დაერთება ამომრთველზე დემფერული გადამყვანების საშუალებით
- ამომრთველის დასამონტაჟებელი უჯრედის გაბარიტული ზომებია: 2.34x2.34x3.70 m - საშემსრულებლო დოკუმენტაციის წარმოდგენა ინგლისურ და ქართულ ენებზე.
დამატებითი პირობები:
- ავანსი გაიცემა საბანკო გარანტიის საფუძველზე (საბანკო გარანტია უნდა იყოს გაცემული საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ სამუშაოების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში.
- მომწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს GWP-ის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების დრაფტის მიხედვით
რაოდენობა და სპეციფიკაცია მითითებულია დანართი N1-ში
შენიშვნა:
- განფასება მოგვაწოდეთ 1, 2, 3, და 4 ამომრთველის შეცვლის შემთხვევებში (რა ფასი იქნება 1 ის შეცვლის შემთხვევაში, 2 ის შეცვლის შემთხვევაში და ა.შ).
- მოწოდება შესრულების ვადა უნდა იყოს 2023 წლის ნოემბერი.
განფასება:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:
- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი:
- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ჟინვალი ჰესი
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ საავანსო გარანტია, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ - ექვემდებარება მოლაპარაკებას.
პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
- თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
- გამოყენებული მასალებზე ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ხარისხის სერთიფიკატები.
- მასალაზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია, კომპანიები რომლებიც შემოგვთავაზებენ მეტ წლიან გარანტიას პრიორიტეტი მიენიწება შერჩევის დროს
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხარისხის სერტიფიკატები იმ ქყვეყნის შესაბამისი სადაც მოხდება მასალის წარმოება
- წინადადების ვადა 60 დღე
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
- თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
- ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტის 18:00 -მდე.
ხელშეკრულების გაფორმება:
- წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.
სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 31 მარტი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 599 50 50 67
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
დოკუმენტაცია
გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ ადგილზე შესწავლილი იქნა შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები. თქვენს ტექნიკურ პერსონალთან კონსულტაციების შედეგად, დასაზუსტებელი არის რიგი საკითხები, რომელსაც ესაჭიროება გარკვეული დრო დამატებით. გთხოვთ, სატენდერო წინადადების სრულყოფილად მომზადების მიზნით, მისი ჩაბარების ვადა გააგრძელოთ ა/წლის 31 მარტამდე.
გაცნობებთ, რომ 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშერებით, თქვენს მიერ გამოცხადებულ ვადებში ვერ ვასწრებთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, კომერციული წინადადების მიღებას მომწოდებლისგან. გთხოვთ, სატენდერო წინადადების ჩაბარების ვადა გააგრძელოთ ა/წლის 23 მარტამდე.
მოგესალმებით გთხოვთ გვიპასუხოთ ქვემოთ კითხვებზე რომლებიც მივიღეთ საგენერატორო ამომრთველების მწარმოებელი ქარხნიდან: 1. გთხოვთ მოგვაწოდოთ გამოთვლილი მოკლე შერთვის დენის მნიშვნელობა სალტეზე. 90 კა მნიშვნელობა მოცემული სატენდერო დოკუმენტაციაში სავარაუდოდ არის არსებული ამომრთველის მონაცემი. 2. გთხოვთ მოგვაწოდოთ გენერატორის წყაროს გამოთვლილი მოკლე შერთვის დენის მნიშვნელობა და ასიმეტრიის კუთხე, ევროპული სტანდარტის IEC/IEEE 62271-37-013 პარაგრაფი 5.101.2.4.2 და 5.101.2.4.3 მიხედვით გენერატორის ამომრთველს უნდა ჰქონდეს ეს მნიშვნელობები. 3. ტენდერის დოკუმენტაცია ეყრდნობა შემდეგს: არსებული გენერატორის ამომრთველის შეცვლა ვაკუუმური ამომრთველით ( პროექტირება და შესრულება). მაგრამ გენერატორის ამომრთველები ოპერირებენ სპეციფიურ პირობებში, ამომრთველმა უნდა შეძლოს მაღალი ასიმეტრიის მოკლე შერთვის დენის გაწყვეტა დაყოვნებით დენის ნულოვან მნიშვნელობის ფენომენით. ამ შემთხვევაში IEC/IEEE 62271-37-013 მოთხოვნით, გენერატორის ამომრთველს უნდა ჰქონდეს რკალის ძაბვის საკმარისად მაღალი ძაბვის მნიშვნელობა, რათა მოხდეს რკალის დენის ნულოვან მნიშვნელობამდე ფორსირება მაქსიმალური გატესტილი დროის განმავლობაში. ეს ყოველთვის არ განეკუთვნება ვაკუუმურ ამომრთველებს, რადგან მათ გააჩნიათ რკალის ძაბვის დაბალი მნიშვნელობა და ზემოთ აღნიშნული სტანდარტი ითხოვს მტკიცებულებას გამოთვლების სახით, რითაც დამტკიცდება რომ ვაკუუმური ამომრთველი აკმაყოფილებს სტანდარტის ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს ( იხილეთ პარაგრაფი 9.103.6.3.6.4). კალკულაციები უნდა დაეყრდნოს სხვადასხვა ოპერირების პირობებს გენერატორის წყაროს მოკლე შერთვის დენების და უხეში სინქრონიზაციის პირობებში ოპერირების პირობების ჩათვლით. თუ შეიძლება შეგვატყობინეთ თუ მსგავსი კალკულაციები უნდა იყოს წარმოდგენილი და გათვალისწინებული იქნება ტექნიკური შესწავლის დროს. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მოთხოვნილი პარამეტრების ვაკუუმური ამომრთველს აწარმოებს მხოლოდ ერთი მწარმოებელი, რაც სერიოზულად შეზღუდავს კონკურენციას ტენდერში. 4. სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებში პარაგრაფი 9 მოცემულია ამომრთველის გამორთვის დრო 10-15 მილიწამი. ეს პარამეტრი არ შეესაბამება არც ერთ სტანდარტს და ტექნიკურად შეუძლებელია ამ პარამეტრის დაკლმაყოფილება. თანამედროვე ამომრთველების შესაძლო მინიმალური გამორთვის დრო მერყეობს 30-60 მილიწამის ზღვარში. გთხოვთ დააზუსტოთ ეს საკითხი. აქვე წარმოგიდგენთ ქარხნის კითხვებს ინგლისურ ენაზე, რათა გამოირიცხოს არაზუსტი თარგმანის გამო რაიმე საკითხის გაუგებრობა, რამდენადაც კითხვებში გამოყენებული ტერმინოლოგია საკმაოდ რთულია ტექნიკურად და სპეციფიურია. 1. What is the calculated value of system source short circuit current? 90kA seems to be the rating of existing circuit breaker 2. What is the calculated value of generator source short circuit current and corresponding degree of asymmetry? As per IEC/IEEE 62271-37-013 cl. 5.101.2.4.2 and 5.101.2.4.3 generator circuit breaker should have these ratings. 3. Tender documentation refers to the following title: Replacement of a generator circuit breaker with a vacuum circuit breaker (design and execution). However generator circuit breakers operate in specific conditions and will be called to switch short circuit current with very high degree of asymmetry leading to delayed current zero phenomena. In this case as per IEC/IEEE 62271-37-013 requirements generator breaker should have arc voltage high enough to force current to zero within maximum tested arcing time. This is not always the case for vacuum breakers which have lower arc voltage and thus above mentioned standard requires proving calculations showing that breakers can fulfill given requirements (see cl. 9.103.6.3.6.4). Calculations should consider different operating conditions including generator source short circuit current and out-of-phase switching. Please confirm if these calculations should be provided and will be taken into account during technical evaluation. Additionally please note that vacuum breakers for required ratings are produced by only one manufacturer and this will seriously limit tender competition. 4. Cl. 9 of technical requirements of circuit breaker require circuit breaker tripping time to be within the range of 10-15ms. This parameter is not regulated by the standards and it is technically not possible to reach such a low value. Modern circuit breaker tripping time lies in the range of 30-60ms. Please confirm that this is acceptable
გიგზავნით პასუხს თქვენს წერილზე, რომელიც შეეხება ჟინვალჰესზე საგენერატორო ამომრთველების შეცვლას ვაკუუმური ამომრთველით. გიგზავნით მთავარ საკომუტაციო სქემას, სადაც მოცემულია გენერატორების, ტრანსფორმატორების და ელ. გადამცემი ხაზების რეაქტანსები მ.შ. დენების საანგარიშებლად. 220 კვ-ის სალტეზე მ.შ. -ის დენი არის: ∑_k▒〖I^((3))=7 კა〗 110 კვ-ის სალტეზე მ.შ. -ის დენი არის: ∑_k▒〖I^((3))=5.7 კა〗 რკალის ჩაქრობა და წყვეტა მკაცრად უნდა მოხდეს იმ მომენტში, როდესაც დენი, რომელიც იცვლება სინუსოიდურად, - მიაღწევს ნულს. რკალის ჩაქრობის დროს ის ხელახლა არ უნდა გაჩნდეს. საგენერატორო ამომრთველმა უნდა შეძლოს მოკლე შერთვების კომუტაცია მაღალი ხარისხის მოკლედ შერთვის ასიმეტრიის გათვალისწინებით, იმუშაოს უხეში სინქრონიზაციის და თვითსინქრონიზაციის პირობებში. ამომრთველის გამორთვის დრო უნდა იყოს ≤ 50 ms დენის ასიმეტრიის ხარისხი β პროცენტებში ფასდება აპერიოდული მდგენელის შეფარდებით პერიოდული მდგენელის ამპლიტუდასთან დროის მომენტში. მძლავრ სადგურებში, სადაც არის სწრაფმოქმედი ამომრთველები ამ სიდიდემ შეიძლება მიაღწიოს 70%-ს. არასწრაფმოქმედ ამომრთველებში შეიძლება შეგვხვდეს 40-50 % ასიმეტრია. არასიმეტრიული მოკლედ შერთვის გათიშვის დროს რკალის ძაბვა უნდა იყოს მაღალი, რომ მოხდეს რკალის ეფექტური წყვეტა სინუსოიდის ნულოვან მნიშვნელობაზე. თქვენი წერილის თანახმად ვაკუუმური ამომრთველის რკალის ძაბვა არის დაბალი. საანგარიშებელია შეძლებს თუ არა რკალის წყვეტას დენის ნულოვან მნიშვნელზე ამ ძაბვის დროს. რადგან საგენერატორო ამომრთველი ასრულებს ინდუქტივობის კომუტაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძაბვის აწევა გენერატორზე. გვაინტერესებს აქვს თუ არა გადამეტძაბვისაგან დაცვის მოწყობილობა.