ჩაბარების ვადა:

12 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16437 - ფასთა გამოკითხვა რუსთავის ცემენტის ქარხნის სკრინინგის ანგარიშის მოსამზადებლად

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას რუსთავის ცემენტის ქარხნის სკრინინგის ანგარიშის მოსამზადებლად.

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ ქ. რუსთავში ფლობს ცემენტის საწარმოს, სადაც იწარმოება როგორც ცემენტი (540000 ტ/წ), ასევე კლინკერი (400000 ტ/წ). კომპანიას დაგეგმილი აქვს წარმადობის გაზრდა, რისთვისაც საჭიროა სკრინინგის ანგარიშის მომზადება.  

სკრინინგის ანგარიშს ასევე უნდა დაერთოს გაფრქვევის განახლებული ნორმები. ამჟამად, საწარმოს აქვს 41 გაფრქვევის არაორგანიზებული და ორგანიზებული წყარო, რომლებიც შემუშავებულია ორ დოკუმენტად, ექსპლუატაციის პირობების ცვლილებების გათვალისწინებით ემატება 3 გაფრქვევის წყარო. სკრინინგის ანგარიშთან ერთად საჭიროა აღნიშნული გაფრქვევის ნორმების გაერთიანება ერთ დოკუმენტად და ახალი გაფრქვევის წყაროების დამატება.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის წარმოადგინეთ შეთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს:

  • განსახორციელებელი სამუშაოს მოკლე აღწერას,
  • სამუშაოს განხორციელების ვადას,
  • სამუშაოს ღირებულებას და გადახდის პირობას.

გთხოვთ შეთავაზება წარმოადგინოთ 2023 წლის 12 მარტის 18:00 საათამდე.

ტენდერში მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მობ: 558 106 501
ელ. ფოსტა: nino.beridze@heidelbergcement.ge

განსახორციელებელი სამუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მობ: 577 77 10 17
ელ. ფოსტა: giorgi.chaladze@heidelbergcement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები