ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16456 - ტენდერი საერთაშორისო ფოტო კონკურსის ორგანიზების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

ააიპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ტენდერს საერთაშორისო ფოტო კონკურსის ორგანიზების მომსახურების შესყიდვაზე. საერთაშორისო სოც. მედია ფოტო კონკურსიშავი ზღვის აუზის ტურისტული დანიშნულების ადგილებიმიმდინარე პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედება“ (BSB -1130) ფარგლებში ჩატარდება. კონკურსის მიზანია ფართო აუდიტორიის წინაშე რეკლამირება გაუკეთოს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მდებარე შემოქმედებითი ტურიზმის დანიშნულების ადგილებს. 

მომსახურებაში შედის შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: 

  • საერთაშორისო სოც. მედია ფოტო კონკურსის ორგანიზება; 
  • კონკურსის განცხადების შემუშავება, გამოქვეყნება და გავრცელება; 
  • კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება (სოციალური მედიის საშუალებით);
  • შემოსული საკონკურსო განაცხადების (ფოტოების) დახარისხება; 
  • პროექტის პარტნიორებთან თანამშრომლობით გამარჯვებულების შერჩევა;
  • გამარჯვებულების გამოცხადების ღონისძიების ორგანიზება. 

მომსახურების გაწევის ვადა: 2023 წლის მარტიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით

ტენდერში წინადადებების შემოტანა შეუძლია როგორც ინდივიდუალურ პირს, ექსპერტთა ჯგუფს ისე ორგანიზაციას. დაინტერესებულ კანდიდატს სასურველია ჰქონდეს შემოქმედებით სფეროში კონკურსების ორგანიზების გამოცდილება.

წარსადგენი დოკემენტები:

  • CV (ორგანიზაციის შემთხვევაში: ორგანიზაციის და/ან მისი თანამშრომლების გამოცდილება); 
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.); 
  • განხორციელების გეგმა და სტრატეგია;
  • შეთავაზების ღირებულება რომელიც აერთიანებს შესყიდვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს;

გამარჯვებულის გამოვლენა:
გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • განხორციელების გეგმის და სტრატეგიის მოქნილობა და ხარისხი;
  • გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია:

  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება; 
  • ტენდერში მონაწილეები ინფორმირებული იქნებიან ტენდერის შედეგების შესახებ; 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: mariamk@gaccgeorgia.org; maka@gaccgeorgia.org.
  • გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2023 წლის 17 მარტი 

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ- ფოსტაზე: mariamk@gaccgeorgia.org; maka@gaccgeorgia.org; ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები