
24 მარტი 2023, 23:59
სტატუსი:
დასრულებულიT16458 - Development and implement a business upscaling module
- გამომცხადებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 24 მარტი 2023 დრო 23:59
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისგან:
-
Development and implement a business upscaling module.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება. (დანართი 1).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ge_quotation@giz.de შეთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 24.03.2023 23:59 საათი.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!
შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 172-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.
გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები:
- შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF-ფორმატში.
- ფინანსური და ტექნიკური შეთავაზება უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ცალკეულ PDF ფაილებში. ფაილები უნდა დასახელდეს შემდეგნაირად: 1. Technical offer; 2. Financial offer
- მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: 83432765 წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
- GIZ -საქართველოს სხვა ელ.ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.
- ელ.ფოსტის ზომა შემოიფარგლება 20 მბ-ით. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება აღემატება მონაცემთა მაქსიმალურ ზომას, შეთავაზების დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: https://filetransfer.giz.de/Start?2. GIZ აღიარებს მხოლოდ ფაილების გადაცემის ამ კონკრეტულ პლათფორმას დიდი დოკუმენტების წარდგენისთვის.
- GIZ არ არის პასუხისმგებელი, თუ ელექტრონული ფოსტის მიწოდება მითითებულ მისამართზე ვერ მოხერხდა GIZ-ის ან განმცხადებლის მხრიდან ტექნიკური პრობლემების გამო.
შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის სახელწოდება
- საიდენტიფიკაციო ნომერი
- მისამართი
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა)
- პროექტის ნომერი: : 17.4061.2-001.00
- ტენდერის ნომერი: 83432765
- მიმღები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა, თბილისი, რუსთაველის გამზირი, N42/ ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, N31ა
გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 31.03.2023 -თვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კანდიდატთან.
ტენდერის კატეგორია:
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
- 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
დოკუმენტაცია
კითხვა შემოთავაზების გვერდების რაოდენობაზე: რეზიუმეების გარდა 10 გვერდი უნდა მოიცავდეს ტექნიკურ და ფინანსურ ოფერს ერთად? და დანართებსაც?
შინაარსობრივი კითხვა - არსებობს თუ არა რაიმე წინასწარი პრეფერენციები მონაწილეების თემატურ ჯგუფებად დანაწილების? მაგ. ჩვენ მოვიაზრებთ დაყოფას რეგიონის, ინდუსტრიის ან ბიზნესის გამოწვევების მიხედვით. - მაქსიმუმ რამდენი ქალი უნდა შეირჩეს პროექტის მონაწილედ? - რამდენად შესაძლებელია ეტაპების და ვადების გრაფიკის კორექტირება? იქიდან გამომდინარე რომ აგვისტოს თვეში გაჭირდება ტრენინგების და სესიების ჩატარება და მოდულის იმპლემენტაციის აქტიური ფაზის დაწყებას სექტემბრიდან უფრო შევძლებთ, მინიმუმ 6 თვიანი ბიზნეს განვითარების გეგმის იმპლემენტაციის ფაზა 2024 წლის თებერვალში მორჩება, რაც ამ შემთხვევაში გამოიწვევს end-line შეფასების და საბოლოო რეპორტის ვადის 1 თვით გადაწევას. ტექნიკური კითხვები - Personnel Concept-ის წარდგენის ნაწილში პროექტის ლიდერის და ექსპერტების რეზიუმეების წარდგენა საკმარისი იქნება? კომპანიის შესახებ ინფორმაცია და პორტფოლიო დოკუმენტაციის რომელ ნაწილში უნდა წარვადგინოთ? - თუ შეიძლება მიგვითითეთ რეზიუმეს რომელი ფორმატით უნდა ვიხელმძღვანელოთ? - ტექნიკური ოფერის დოკუმენტაციის ნაწილში - გარდა შევსებული დანართებისა (logical framework and Plan of action) ტექნიკურ-მეთოდოლოგიური დიზაინი ცალკე დამატებითი დოკუმენტის სახით უნდა წარვადგინოთ? - ფინანსური ოფერის დოკუმენტაციის ნაწილში საკმარისია Price Schedule დანართის წარდგენა?
კითხვა>>>> არსებობს თუ არა რაიმე წინასწარი პრეფერენციები მონაწილეების თემატურ ჯგუფებად დანაწილების? მაგ. ჩვენ მოვიაზრებთ დაყოფას რეგიონის, ინდუსტრიის ან ბიზნესის გამოწვევების მიხედვით. პასუხი >>>> წინასწარი პრეფერენციები არ არსებობს, თუმცა, დაყოფა რეგიონის, ინდუსტრიის, ბიზნესის მფლობელ ქალთა საჭიროებების მსგავსების ან საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევების მიხედვით, შესაძლებელია იქნას მოაზრებული. საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდება ბიზნესის მფლობელ ქალთა გაძლიერების მოდულის ჩამოყალიბების შემდეგ. კითხვა>>>> მაქსიმუმ რამდენი ქალი უნდა შეირჩეს პროექტის მონაწილედ? პასუხი >>>> ამ ეტაპზე მოვიაზრებთ, რომ თითოეულ თემატურ ჯგუფში 12დან 15 ქალი ბიზნესის მფლობელი უნდა იყოს ჩართული, თუმცა, მითითებული რაოდენობა მიახლოებითია. შესაძლებელია მეტის გათვალისწინება, თუმცა რაოდენობა/ინტენსივობა ძირითადად განპირობებული იქნება mapping_ის/საჭიროებების ანალიზის შედეგებით. კითხვა>>>> რამდენად შესაძლებელია ეტაპების და ვადების გრაფიკის კორექტირება? იქიდან გამომდინარე რომ აგვისტოს თვეში გაჭირდება ტრენინგების და სესიების ჩატარება და მოდულის იმპლემენტაციის აქტიური ფაზის დაწყებას სექტემბრიდან უფრო შევძლებთ, მინიმუმ 6 თვიანი ბიზნეს განვითარების გეგმის იმპლემენტაციის ფაზა 2024 წლის თებერვალში მორჩება, რაც ამ შემთხვევაში გამოიწვევს end-line შეფასების და საბოლოო რეპორტის ვადის 1 თვით გადაწევას. პასუხი >>>>ToR ით გათვალისწინებული დროითი ჩარჩოს მიხედვით, აგვისტოში უნდა დასრულდეს მოდულსა და მეთოდოლოგიაზე მუშაობა, ხოლო სექტემბრიდან დაიწყოს ტრენინგებისა და სესიების ჩატარება, ანუ მოდულის იმპლიმენტაცია. შესაბამისად, შემოთავაზებაში მითითებული ვადები უნდა იქნას გათვალისწინებული და დაცული. კითხვა>>>> Personnel Concept-ის წარდგენის ნაწილში პროექტის ლიდერის და ექსპერტების რეზიუმეების წარდგენა საკმარისი იქნება? კომპანიის შესახებ ინფორმაცია და პორტფოლიო დოკუმენტაციის რომელ ნაწილში უნდა წარვადგინოთ? პასუხი >>>> ეს ინფორმაცია შესაძლოა წარადგინოთ ტექნიკურ-მეთოდოლიგიურ ნაწილში (ToR-ის 3-ე თავი/Concept: Strategy, Cooperation, Steering, Processes and Leaning and Innovation კითხვა>>>> თუ შეიძლება მიგვითითეთ რეზიუმეს რომელი ფორმატით უნდა ვიხელმძღვანელოთ? პასუხი >>>> ნებისმიერი ფორმატი მისაღებია კითხვა>>>> ტექნიკური ოფერის დოკუმენტაციის ნაწილში - გარდა შევსებული დანართებისა (logical framework and Plan of action) ტექნიკურ-მეთოდოლოგიური დიზაინი ცალკე დამატებითი დოკუმენტის სახით უნდა წარვადგინოთ? პასუხი >>>> ტექნიკურ-მეთოდოლოგიური დიზაინი უნდა გაიწეროს ToR-ის 3-ე თავის მიხედვით/Concept: Strategy, Cooperation, Steering, Processes and Leaning and Innovation-ის ქვეთავებში მოთხოვნილი ინფორმაციის მიხედვით. კითხვა>>>> ფინანსური ოფერის დოკუმენტაციის ნაწილში საკმარისია Price Schedule დანართის წარდგენა? პასუხი >>>> დიახ
შინაარსობრივი - არსებობს თუ არა რაიმე წინასწარი პრეფერენციები მონაწილეების თემატურ ჯგუფებად დანაწილების? მაგ. ჩვენ მოვიაზრებთ დაყოფას რეგიონის, ინდუსტრიის ან ბიზნესის გამოწვევების მიხედვით. - მაქსიმუმ რამდენი ქალი უნდა შეირჩეს პროექტის მონაწილედ? - რამდენად შესაძლებელია ეტაპების და ვადების გრაფიკის კორექტირება? იქიდან გამომდინარე რომ აგვისტოს თვეში გაჭირდება ტრენინგების და სესიების ჩატარება და მოდულის იმპლემენტაციის აქტიური ფაზის დაწყებას სექტემბრიდან უფრო შევძლებთ, მინიმუმ 6 თვიანი ბიზნეს განვითარების გეგმის იმპლემენტაციის ფაზა 2024 წლის თებერვალში მორჩება, რაც ამ შემთხვევაში გამოიწვევს end-line შეფასების და საბოლოო რეპორტის ვადის 1 თვით გადაწევას. ტექნიკური - Personnel Concept-ის წარდგენის ნაწილში პროექტის ლიდერის და ექსპერტების რეზიუმეების წარდგენა საკმარისი იქნება? კომპანიის შესახებ ინფორმაცია და პორტფოლიო დოკუმენტაციის რომელ ნაწილში უნდა წარვადგინოთ? - თუ შეიძლება მიგვითითეთ რეზიუმეს რომელი ფორმატით უნდა ვიხელმძღვანელოთ? - ტექნიკური ოფერის დოკუმენტაციის ნაწილში - გარდა შევსებული დანართებისა (logical framework and Plan of action) ტექნიკურ-მეთოდოლოგიური დიზაინი ცალკე დამატებითი დოკუმენტის სახით უნდა წარვადგინოთ? - ფინანსური ოფერის დოკუმენტაციის ნაწილში საკმარისია Price Schedule დანართის წარდგენა?