
ჩაბარების ვადა:
22 აგვისტო 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1651 - ტენდერი ვიდეოსაკონტროლო სისტემის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს ვიდეოსაკონტროლო სისტემის მოწყობაზე.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- GEOVISION სისტემით აღჭურვილი;
- 16 ცალი IP კამერა, აქედან:
- 1.3 MP ONWIF – 14 ცალი;
- 4 MP ONWIF – 2 ცალი; - GEOVISION-ის USB ლიცენზია 16 კამერაზე;
- პერსონალური კომპიუტერი - 1 ცალი - კომპიუტერის სპეციფიკაცია, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში;
- დამატებითი მასალები - საჭიროებისამებრ.
შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. N2, რათა უკეთესად შეაფასონ სიტუაცია, რის შემდეგაც უნდა წარმოადგინონ წინადადება.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:
- ფინანსური წინადადება;
- ტექნიკური წინადადება;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია შემოთავაზებული აპარატურის ხარისხისა (სერთიფიკატები, პასპორტები, მწარმოებელი ქვეყანა) და საგარანტიო პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, სრული რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. წინადადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: v_maisuradze@giec.ge . დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 22 აგვისტოს 17:00 სთ-მდე.
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ტექნიკური წინადადება და შემოთავაზებული პროდუქციის სპეციფიკაცია - 30%; საგარანტიო პირობები - 10%; შესრულების ვადა - 10 %; გადახდის პირობა - 10%.
- დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 593 13 82 39, საკონტაქტო პირი - გიორგი ტარიელაშვილი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი - ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.