
ჩაბარების ვადა:
15 აგვისტო 2016, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT1653 - ტენდერი სატრენინგო მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აცხადებს ტენდერს სატრენინგო მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე.
ტრენინგის სპეციფიკაცია:
- სფერო - მართვის საფუძვლები;
- ტრენინგის ობიექტი - საშუალო რგოლის მენეჯერები;
- რაოდენობა - 15 ადამიანი;
- ტრენინგის ხანგრძლივობა - 5 დღე, დღეში 6 საათი;
- პერიოდი - სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ფინანსური წინადადება;
- კურსის დეტალური აღწერა;
- ინფორმაცია კომპანიის ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია ტრენერ(ებ)ის შესახებ.
- ინფორმაცია ანგარისშწორების პირობების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge ; v_tsimakuridze@gig.ge დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 15 აგვისტოს 15:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v.maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი - ვასილ მაისურაძე.