
19 აგვისტო 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1654 - ტენდერი კარების დამზადება/მონტაჟის შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „არკადია ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს (ხის /MDF) კარების დამზადება/ მონტაჟის შესრულებაზე.
ტენდერის პერიოდი 9.08.16 დან 19.08.16 მდე.
ობიექტის მდებარეობა ქ. თბილისი, მარჯანიშვილის 16.
ტექნიკური დავალება:
- 50 ერთეული კარი ზომით (2.20×80)
- 50 ერთეული კარი ზომით (2.20×70) სველი წერტილებისათვის
- MDF –ს ზედაპირი
- კარის ძირითადი კარკასი - ხე
- სახელურისა და საკეტების გარეშე
- ობიექტზე მოტანა მონტაჟი.
უნდა დამზადდეს ერთფრთიანი კარები სულ 100 ცალი, კარის ძირითადი კარკასი უნდა იყოს ხის, კარის ფორმა ორგულიანია. კარის ზედაპირი უნდა დაიფაროს ე.წ. „დაშპონილი“ MDF -ით (ფერზე შემდეგ შეთანხმებით).
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2016 წლის 19 აგვისტოს , 18:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია;
- სამუშაოების შესრულების ვადა;
- გადახდის პირობა;
- ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საბიუჯეტო გადასახადს (დღგ);
- საგარანტიო ვადა მასალასა და შესრულებულ სამუშაოებზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება არაუგვიანეს 2016 წლის 19 აგვისტო 18:00 საათისა. შემდეგ ელ. ფოსტაზე maikokartvelishvili120180@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ: 599 877 554
პროექტის მენეჯერი - მაიკო ქართველიშვილი