
22 აგვისტო 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1656 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის ევაკუაციის გეგმის შედგენასა და მის პრაქტიკულ განხორციელებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის ევაკუაციის გეგმის შედგენასა და მის პრაქტიკულ განხორციელებაზე.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
1. ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორგანიზაციისა და ევაკუაციის გეგმა-სქემა წყლის წყაროების მანძილებისა და დებეტების აღნიშვნით;
2. ზემოთაღნიშნული გეგმა-სქემის პრაქტიკულად განხორციელება აგგსს-ის ტერიტორიაზე შემსრულებლის მასალით (საგზაო ნიშნების დამონტაჟება და ტერიტორიის დახაზვა).
სადგურების რაოდენობა: 17 საქართველოს მასშტაბით.
დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ სადგურების ჩამონათვალი და მათი საკადასტრო და სიტუაციური რუკები.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ, ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხცა;
- სამუშაოების შესრულების ვადები.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 22 აგვისტოს 17:00 სთ-მდე;
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 577 17 00 12; საკონტაქტო პირი ტიტე ჯიჭონაია. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.