ჩაბარების ვადა:

28 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16653 - ფასთა გამოკითხვა დიზელ გენერატორების შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება.

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც მოცემულია კომპანიის მოთხოვნები. ფასები უნდა მიუთითოთ დოლარში ყველა შესაძლოს გადასახადის ჩათვლით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა ატვირთონ საიტზე არაუგვიანეს 2023 წლის 28 მარტისა.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი)
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი (პოზიცია)
  • საბანკო რეკვიზიტები 
  • პროდუქციის მოწოდების ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ; 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

ტენდერი ტარდება ორ ლოტად

  • ლოტი 1 - ახალი დიზელ გენერატორი
  • ლოტი 2 - მეორადი დიზელ გენერატორი
  • დანარჩენი მოთხოვ ნები მითითებული არის დანართში
  • გენერატორი უნდა განთავსდეს მიცკევიჩის 56-ში მდებარე 9 სართულიანი კორპუსის სახურავზე. ამასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა შედიოდეს ღირებულებაში
  • გზის ნაწილობრივ გადაკეტვის დოკუმენტაციაც უნდა მოაგვაროს გამყიდველმა

ასევე გაითვალისწინეთ!!!!

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. 

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ  საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური  პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი  მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ  წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 28 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირები:
ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით - ნიკა 577 322 397
ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში - ანანო 595 607 070

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 მარტი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა