
29 აგვისტო 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1671 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“ მდებარეობს მეტრო ახმეტელის თეატრთან. შენობა შვიდი სართულისგან შედგება. მის მიმდებარედ განლაგებულია მიწისქვეშა, ორდონიანი პარკინგი. სავაჭრო ცენტრის სამუშაო საათებია 10:00-22:00, ხოლო პარკინგი მუშაობს 08:00-23:00-მდე.
შპს „გლდანი მოლ სერვისი“ აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე.
დასასუფთავებელი ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართ 1-ში.
ძირითადი სატენდერო მოთხოვნები:
- მომსახურე კომპანიამ უნდა დანიშნოს ზედამხედველი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი დამკვეთთან მომსახურების ჯეროვნად შესრულებაზე
- მომსახურე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ობიექტის აღჭურვა ყველანაირი ტექნიკური საშუალებით, რაც საჭიროა მომსახურების ჯეროვნად შესასრულებად მათ შორის: მეტლახის საწმენდი დანადგარი, მტვერსასრუტები, სპეც მანქანები შესაბამისი ზედაპირისთვის.
- მომსახურე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის უსაფრთხოება და ჯანსაღი პირობები.
- დასუფთავებისას გამოყენებული ხსნარები უდნა იყოს სერთიფიცირებული და უსაფრთხო სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებისა თუ ვიზიტორებისთვის. ამავდროულად ხსნარები წინასწარ უნდა იყოს ჯეროვნად შერჩეული, რათა უზრუნვეყოფილი იყოს ეფექტურობა და ზედაპირის დაუზინებლად დასუფთავება.
- მომსახურე პერსონალი უნდა ატარებდეს დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ უნიფორმას
- მომსახურე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ესკალატორებისა და რბილი ავეჯის წმენდა თანამედროვე ტექნოლოგიით
- მომსახურე კომპანია უზრუნვეყოფს სავაჭრო ცენტრის სველი წერტილების მომარაგებას ქაღალდის პირსახოცებით, ტუალეტის ქაღალდითა და თხევადი საპნით. მომსახურე კომპანია ვალდებულია მომარაგების ყოველთვიური ანგარიშგება აწარმოოს დამკვეთ კომპანიასთან.
- მომსახურე კომპანია ვალდებულია ყველა ის ხელსაწყო, საწმენდი საშუალება თუ სხვა ინვენტარი, რაც აუცილებელია მომსახურების ჯეროვნად შესასრულებლად შეიძინოს თვითონ.
- მომსახურე კომპანია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში დამკვეთ კომპანიას წარუდგინოს ყოველთვიური რეპორტინგი, მიაწოდოს ინფორმაცია სავაჭრო ცენტრში მომუშავე პერსონალის შესახებ (არასამუშაო საათებში დაშვების უზრუნველსაწყოფად).
სავაჭრო ცენტრის საერთო სივრცეები:
- სავაჭრო ცენტრის საერთო სივრცეების დასუფთავება მოიცავს იატაკის ზედაპირის, განლაგებული კოლონების, კიბე-ესკალატორების, ლიფტების (2), შემოსასვლელი და შიდა გასასვლელი კარების, შუშის მოაჯირებისა და სავაჭრო ცენტრის მფლობელობაში არსებული სარეკლამო კონსტრუქციების დასუფთავებას. (დეტალური ინფორმაციისთვის - დანართი 1)
- საერთო სივრცეები (1) უნდა სუფთავდებოდეს ჯეროვნად ყოველდღურად შესაბამისი დანადგარებით, ხოლო დღის განმავლობაში უნდა ხორციელდებოდეს დაყრილი ნაგვის მოხვეტა, სანაგვე ურნების დაცლა და გატანა, ადგილობრივი უწესრიგობის აღმოფხვრა
- სასურველია მომსახურე კომპანიამ შემოთავაზებაში ჩართოს ყოველთვიური გენ. დასუფთავება, რაც დამატებით მოიცავს ესკალატორების (3) კიბეების წმენდას სპეც დანადგარით, რბილი ავეჯის წმენდას (4) (სასურველია სპეც დანადგარით), რთულად მისაწვდენი ალუკაბონდების ზედაპირების წმენდა
- დამატებითი პირობა ვრცელდება მეოთხე სართულის საერთო სივრცეზე. მომსახურე კომპანიამ უნდა აიღოს მოვლა-პატრონობაში მეოთხე სართულზე განლაგებული კვების ზონის (5) საერთო სივრცე, სადაც განლაგებული მაგიდა-სკამები (6). მოვლა პატრონობა მოიცავს მაგიდა-სკამების (6) რეგულარულ დასუფთავებას, ნარჩენების გატანას.
სავაჭრო ცენტრის სველი წერტილები:
- სავაჭრო ცენტრის სველი წერტილების (7) მუდმივ რეჟიმში დასუფთავება სავაჭრო ცენტრის სამუშაო საათების განმავლობაში.
- ტექნიკური ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, სავაჭრო ცენტრის ტექნიკური სამსახურის უზრუნველყოფა
ტექნიკური სივრცეები და მიმდებარე ტერიტორია:
- მომსახურე კომპანია უზრუნველყოფს სახანძრო კიბეების დასუფთავებას ყოველდღიურად
- მომსახურე კომპანია უზრუნველყოფს მიმდებარე ტერიტორიის ცხაურების (8) დასუფთავებას ყოველდღიურად
- მომსახურე კომპანია უზრუნვეყოფს გარე პერიმეტრის დაგვას ყოველდღიურად (9)
- მომსახურე კომპანია უზრუნველყოფს ფასადის (10) მისაღებ მდგომარეობაში შენარჩუნებას.
- მოსმახურე კომპანია უზრუნველყოფს ლიფტების (2) დასუფთავებას ყოველდღიურად და საჭიროების შემთხვევაში
პარკინგის დასუფთავება:
- მომსახურე კომპანია უზრუნველყოფს პარკინგის ტერიტორიის (11) ყოველდღიურად დაგვასა ნაგვის გატანას.
- მომსახურე კომპანია უზრუნვეყოფს პარკინგის ზედაპირის რეცხვას სპეც დანადგარით მინ. კვირაში 1ჯერ. მინ. თვეში ერთხელ ზედაპირზე დარჩენილი ლაქების მოწმენდა-ამოღებას
- პარკინგის საოპერატორო ოთახის (12) დასუფთავებას ყოველდღიურად
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილებისათვის აუცილებელია შეთავაზება მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- კომპანიის რეკვიზიტები
- დღგ-ს გადამხდელის მოწმობა (ასეთი არსებობის შემთხვევაში)
- მომსახურების ყოველთვიური ღირებულება. შესაძლებელია გარკვეული სერვისების ცალკეული ღირებულების მითითება საჭროების შემთხვევაში
- სავაჭრო ცენტრში ყოველდღიურად საჭირო მომსახურე პერსონალის ოდენობა, შესაბამისი მუშაობის განრიგი
- პარკინგზე ყოველდღიურად საჭირო მომსახურე პერსონალის ოდენობა, შესაბამისი მუშაობის განრიგი
- დამატებითი პერსონალის (საჭიროების შემთხვევაში) ოდენობა, შესაბამისი მუშაოების განრიგი
- კომპანიის მფლობელობაში არსებული დანადგარების სრული დასახელება, რომლითაც კომპანია აპირებს დაკვეთი შესრულებას
- სამომავლოდ შესაძენი დანადგარების სრული დასახელება, რომლითაც კომპანია აპირებს დაკვეთის შესრულებას
- კორპორატიული შეკვეთების ისტორია
- მინიმუმ 3 კორპორატიული კლიენტის სარეკომენდაციო წერილი
სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ვადა: 29 აგვისტო, 2016წ
შემოთავაზებები მიიღება ელექტრონულად მისამართზე - info@gldanimall.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საკონტაქტო პირს:
ზვიად ჯამალაშვილი
+995597708000