ჩაბარების ვადა:

7 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16753 - ტენდერი გურჯაანის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სოფლის საძოვრების წინასწარ შერჩეულ საპილოტე უბნებზე დროებითი ინფრასტრუქტურის (ელექტროღობეების) მოწყობის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ტენდერი გურჯაანის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სოფლის საძოვრების წინასწარ შერჩეულ საპილოტე უბნებზე დროებითი ინფრასტრუქტურის (ელექტროღობეების) მოწყობის მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

ტენდერის ნომერი: 027RECC/G/FAO- [BL 5650-03]-No.01.b.-2023

სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო თარიღი: 7 აპრილი, 2023

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (“REC Caucasus”)  ჩართულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“  განხორციელებაში.  პროექტის განმახორციელებელი სააგენტო არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

პროექტის ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ტენდერს გურჯაანის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სოფლის საძოვრების წინასწარ შერჩეულ საპილოტე უბნებზე დროებითი ინფრასტრუქტურის (ელექტროღობეების) დამონტაჟების მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

მომსახურების განხორცილების პერიოდი:

  • მომსახურება უნდა განხორციელდეს 2023 წლის აპრილი-ივნისი პერიოდში (3 თვე).

ტექნიკური დავალება:

  • გასაწევი მომსახურების შესახებ დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება.

მონაწილეობა:

  • მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

განაცხადის წარდგენა:

  • დაინტერესებულმა პირებმა შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი) ა უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: . თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13; კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იქნეს:

  • მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;
  • ტენდერის ნომერი 027RECC/G/FAO- [BL 5650-03]-No.01.b.-2023
  • სიტყვები „არ უნდა გაიხსანას სატენდერო კომისიის სხდომის დაწყებამდე“
  • განცხადების წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება. 

წარმოდგენილი უნდა იქნეს განაცხადის ორიგინალი (მონიშნული როგორც „ორიგინალი“) და ორი ასლი (მონიშნული როგორც „ასლი“). 

შეფასება:

  • შეფასება განხორციელდება ხარისხზე/ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის შესაბამისად REC Caucasus-ის პროცედურებისა და წესების მიხედვით. საუკეთესო ღირებულება დადგინდება ტექნიკური ხარისხის ფასთან  60/40  შეწონვის საფუძველზე.
  • ტექნიკური შეთავაზების ხარისხი შეფასდება კრიტერიუმებისა და ქულების შესაბამისად, ტექნიკურ დავალებაში მოცემული შეფასების ბადის მიხედბით. 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 7 აპრილი, ადგილობრივი დროით 18 საათი

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი:
ნინო ნადიბაიძე, პროექტის ადმინისტრატორი
მობილური: 5 77 19 34 44
ელ ფოსტა: nino.nadibaidze@rec-caucasus.org

სატენდერო დოკუმენტაცია:

  • დანართი 1. ტექნიკური დავალება
  • დანართი 2. განაცხადის წარმოდგენის ფორმა

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები