ჩაბარების ვადა:

10 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16789 - ტენდერი SMS მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს SMS მომსახურებაზე.

ტენდერის პირობები:

  • ადგილობრივი ოპერატორების მიმართულებით SMS შეტყობინებების გაგზავნა სამი სახის:
    - სარეკლამო სმს მომსახურება, რომელიც გულისხმობს დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის ელ-ფოსტის მისამართზე მიწოდებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნას შემსრულებლის არსებულ ბაზაზე.
    - საინფორმაციო ან/და სარეკლამო მომსახურება ინტერფეისით - რომელიც გულისხმობს შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის მინიჭებული ინდივიდუალური ინტერფეისის გამოყენებით, შემსრულებლის ან/და დამკვეთის ბაზის მისამართით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის უზრუნველყოფას;
    - საინფორმაციო მომსახურება HTTP კავშირის გახსნა, - რომელიც გულისხმობს შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის HTTP  კავშირის გახსნას ამ უკანასკნელის მიერ საკუთარი სისტემით სარგებლობისას საკუთარი ბაზის მისამართით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის მიზნით.
    - SMPP კავშირის გახსნა და ამ პროტოკოლით განსაზღვრული ყველა ოპერაციის შესრულების შესაძლებლობა
    - SMS Query-ის მხარდაჭერა HTTP პროტოკოლით, ანუ კომპანიის ხუთნიშნა ნომერზე გამოგზავნილი SMS-ების მოწოდების შესაძლებლობა HTTP არხში.
  • SMS Off-ის ფუნქცია ყველა ოპერატორთან:
  • არსებულ ბაზაზე სმს-ების გაგზავნის შემთხვევაში გაგზავნილ შეტყობინებაში  მითითებული უნდა იყოს სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმი: მოკლე ნომერი, რომელიც შეტყობინების მიმღებს აძლევს შესაძლებოლობას უარი თქვას სარეკლამო შეტყობინებების მათ შემდგომ მიღებაზე.
  • ე.წ. „შავი სიის ბაზის“ მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად:
  • მიაწოდოს იმ ნომრების ჩამონათვალი, რომლებმაც ერთხელ უკვე განაცხადეს უარი დამკვეთისაგან SMS-ების მიღებაზე (ე.წ. “შავი სიის ბაზა”), ასეთის არსებობისა და შესაბამისი ბაზის ქონის შემთხვევაში;
  • SMS შეტყობინებების გამგზავნ სერვერთან ინტეგრაციის ტიპი უნდა იყოს HTTP და SMPP პროტოკოლი;
  • SMS შეტყობინებების გამგზავნი სერვერი უნდა იყოს მაღალი წარმადობის და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს წამში გააგზავნოს 300 - 400 SMS შეტყობინება;
  • მოთხოვნის შესაბამისად, ადრესატთა მახასიათებლების გათვალისწინებით(ასაკის, სქესის და უბნების (ადგილმდებარეობის) უნდა მოხდეს შეტყობინებების გაგზავნა, ამასთან ადრესატის მახასიათებლებთან მიმართებით დასაშვებია მცირე ცდომილება, არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინება მიღებულ ადრესატთა 3%-ს
  • ფასები შემოთავაზებული უნდა იყოს ერთეულის მიხედვით შესაძლებელია რაოდენობების მიხედვით ტარიფების დაყოფა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;

დამატებითი ინფორმაცია:

  • საშუალოდ ყოველთვიურად იგზავნება 8 000 000 – 8 500 000 შეტყობინება;
  • SMS-ების გაგზავნა ხდება როგორც API-ის საშუალებით HTTP და SMPP პროტოკოლების გამოყენებით, ისე მომწოდებლის კუთვნილი SMS-ების სამართავი ვებ-ინტერფეისიდან.
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 3 აპრილიდან 2022 წლის 10 აპრილამდე;
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის . 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის .39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები
  • 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები