ჩაბარების ვადა:

3 მაისი 2023, 19:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16802 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბრების ბოლო ვადაა 3 მაისი, 19:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP), (შემდგომში „შემსყიდველი“) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნული ელექტრონული ტენდერის მიზანია შეირჩეს სატრანსპორტო კომპანია (შემდგომში „სატრანსპორტო კომპანია“)  რომელიც განახორციელებს თურქეთის რესპუბლიკიდან კერძოდ: DERINCE-სა და KIRIKHAN-ში მდებარე KORUMA KLOR-ის ქარხნებიდან ტვირთების ტრანსპორტირებას დაბა ნატახტრის მიმართულებით. 

ტვირთის კატეგორია: თხევადი ქლორ გაზის კონტეინერები და ბალონები. 

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • მოწოდების ინტენსივობა: 2-3-ჯერ თვეში.
  • მოთხოვნის გაგზავნის ფორმა და ვადა: „შემსყიდველი“ ტრანსპორტირების მოთხოვნას „სატრანსპორტო კომპანიას“ უგზავნის ელექტრონული ფოსტით 3 სამუშაო დღით ადრე ტრანსპორტირების დაწყებამდე.
  • ტრანსპორტირების სქემა:
  • 10-14 დღეში ერთხელ „სატრანსპორტო კომპანია“ დაბა ნატახტარში მდებარე „შემსყიდველის“ საწყობიდან გაიტანს 14 ერთეულამდე ცარიელ თხევადი ქლორ-გაზის დიდ კონტეინერს. გარკვეულ ეტაპებზე ტვირთს დაემატება 2-დან 4 ერთეულამდე ცარიელი პატარა ბალონი. ასეთ ეტაპებზე შესაძლებელია დიდი კონტეინერების რაოდენობის მცირედით შემცირება საჭიროების შემთხვევაში, რათა მანქანაში განთავსდეს პატარა ბალონებიც. (კონტეინერების და ბალონების ფოტოები იხილეთ დანართში N1)
  • ცარიელ კონტეინერებს და ბალონებს „სატრანსპორტო კომპანია“ ჩაიტანს KORUMA KLOR-ის ქარხანაში თურქეთში. შესაძლებელია როგორც DERINCE-ში ასევე KIRIKHAN-ში ჩატანა. „სატრანსპორტო კომპანია“ წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული „შემსყიდველთან“ ან KORUMA KLOR-თან თუ რომელ ქარხანაში უნდა მიაწოდოს ბალონები. ქარხნის შერჩევა და შეცვლა საჭირო შეიძლება გახდეს მოწოდების ვადის ოპტიმიზებისათვის.
  • ქარხანაში კონტეინერები და ბალონები შესაძლოა დაყოვნდეს 5 დღის განმავლობაში. აუცილებელია „სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მოწოდებულ ფასში შეყვანილი იყოს ტვირთის ქახანაში მინიმუმ 5 დღით დაყოვნება. ვადაგადაცილებულ დღეებზე (რაც ხანდახან ბალონების რეაბილიტაციის დროის გაზრდით არის გამოწვეული) „სატრანსპორტო კომპანიამ“ უნდა წარმოადგინოს დამატებითი ტარიფი თითო დღეზე. 5 დღეზე მეტი დროით ქარხნიდან სავსე ბალონების ტრანსპორტირების დაყოვნება დასაშვებია მხოლოდ ქლორ-გაზის მომწოდებელი ქარხნის მოთხოვნით, რის თაობაზეც ქარხანამ უნდა გამოგზავნოს შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე, როგორც „სატრანსპორტო კომპანიასთან“ ასევე „შემსყიდველთან“. მსგავსი შეტყობინების მიღების საფუძველზე, „სატრანსპორტო კომპანიას“ აუნაზღაურდება დამატებითი მოცდენის ღირებულება, წინასწარ შეთანხმებული ტარიფებით.
  • კონტეინერების და ბალონების თხევადი ქლორ-გაზით დატვირთვისა და მწარმოებელი კომპანიის მიერ ექსპორტის პროცედურების დასრულების შემდეგ „სატრანსპორტო კომპანია“ ახდენს თხევადი ქლორ-გაზით დატვირთული კონტეინერების და ბალონების საქართველოში ტრანსპორტირებას. ტვირთზე მოხდება წინასწარი გაბაჟება, თუმცა ტვირთის სპეციფიურობიდან გამომდინარე „სატრანსპორტო კომპანიას“ უმეტესწილად მოუწევს ტვირთის გასაბაჟებლად ტრანსპორტის გეზ-ის ტერმინალში შეყვანა.
  • „სატრანსპორტო კომპანია“ ვალდებულია ტვირთის დაძვრამდე გადაამოწმოს და „შემსყიდველს“ დაადასტურებინოს ტვირთის თანმხლები ყველა დოკუმენტი. სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი გადაეცემა „სატრანსპორტო კომპანიას“ ხელშეკრულების გაფორმებისას.
  • საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ ტვირთის მოწოდება უნდა მოხდეს დაბა ნატახტარში მდებარე „შემსყიდველის“ საწყობში. საწყობში მიღების დღეები და საათები: 10-დან 5 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
  • „სატრანსპორტო კომპანია“ უნდა ეცადოს ისე დაალაგოს ლოგისტიკა, რომ ტვირთის საბოლოო მისამართზე მიტანა მოხდეს სამუშაო დღეებსა და სააათებში.
  • მოწოდება შეიძლება განხორციელდეს როგორც DERINCE-დან ასევე KIRIKHAN-დან, შესაბამისად  მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ორივე ვარიანტის ფასი ან დააფიქსიროს რომ ფასი არ შეიცვლება ამ ლოკაციების ცვლილების დროს.
  • მოწოდების მოთხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს ერთ ან  ორ სატვირთო მანქანაზე ერთროულად. უფრო ხშირად იმოძრავებს ერთი სატვირთო მანქანა, თუმცა მომწოდებელი მზად უნდა იყოს რომ დატვირთოს ერთდროულად 2 სატვირთო მანქანა.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • ტენდერში გამარჯვებული „სატრანსპორტო კომპანია“ ვალდებულია  საქონლის ტრანსპორტირება განახორციელოს შესაბამისი  წესების გათვალისწინებით;
  • ტენდერში გამარჯვებული „სატრანსპორტო კომპანია“ ვალდებულია გამოიყენოს ე.წ „ტენტით“ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც თავი ეხდება და შესაძლებელია ტვირთის ზემოდან გადმოტვირთვა. 
  • ტენდერში გამარჯვებული „სატრანსპორტო კომპანია“ პასუხისმგებელია ყველა იმ ზიანსა და/ან ზარალზე, რომელიც მიადგება „შემსყიდველის“ ტვირთის ტრანსპორტირებისას;
  • ტენდერში გამარჯვებული „სატრანსპორტო კომპანია“ პასუხისმგებელია ყველა იმ ზიანსა და/ან ზარალზე, რომელიც „სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ ტრანსპორტირებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დარღვების გამო შეიძლება მიადგეს მესამე პირს/პირებს.
  • ტენდერში გამარჯვებული „სატრანსპორტო კომპანიას“ მოეთხოვება უშუალო კომუნიკაცია ქარხანასთან, ტვირთის ტრანსპორტირებასთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული ყველა დეტალის შესათანხმებლად. 
  • სავალდებულოა მოხდეს 10-14 დღიანი გრაფიკის დაცვა. დაუშვებელია ტვირთის აღების ან მოწოდების დაგვიანება „სატრანსპორტო კომპანიის“ მიზეზით, რადგან ტვირთი წარმოადგენს წარმოების უწყვეტობისთვის საჭირო კრიტიკულად მნიშვნელოვან ნედლეულს.
  • შესაძლებელია მოთხოვნის ინტენსივობა შეიცვალოს „შემსყიდველის“ მიერ, მოთხოვნის ზრდისა და შემცირების პროპორციულად.
  • სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს აღჭურვილი სპეციალური სამაგრებით და ხარიხებით, რის საშუალებითაც ხდება თხევადი ქლორ-გაზის კონტეინერებისა და ბალონების გამაგრება  ტრანსპორტირებისას. ზემოთხსენებული სამაგრები და ხარიხები ისე უნდა იყოს მოწყობილი რომ კონტეინერევი და ბალონები დაიცვას ზედმეტი მოძრაობისგან, ერთმანეთზე მიჯახებისა და ხახუნისგან, ნებისმიერი ფიზკური დაზიანებისგან და მათი მეშვეობითაც შესაძლებელი უნდა იყოს ქლორ-გაზის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ზომების დაცვა შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად.
  • „სატრანსპორტო კომპანიამ“ სატენდერო შემოთავაზებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს თხევადი ქლორ-გაზის კონტეინერებისა და ბალონების სატვირთო მანქანაში განთავსების სქემები. (დიდი კონტეინერების ზომები: სიგრძე (სიმაღლე) - მაქს 230 სმ; სიგანე (დიამეტრი) - მაქს 90 სმ; პატარა ბალონების ზომები: სიგრძე (სიმაღლე) - მაქს 1.50; სიგანე (დიამეტრი) - მაქს 30
  • სქემა N1 - მხოლოდ დიდი კონტეინერების განთავსება - საორიენტაციო რაოდენობა მინიმალური 14
  • სქემა N2 - დიდი კონტეინერების და პატარა ბალონების ერთად განთავსება - საორიენტაციო რაოდენობა: დიდი კონტეინერი 10-14; პატარა ბალონი 2-4
  • სქემა N3 - დიდი კონტეინერების და პატარა ბალონების ერთად განთავსება - საორიენტაციო რაოდენობა: პატარა ბალონი 14; დიდი რამდენიც ჩაეტევა.
  • სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების სტანდარტით დადგენილი სპეციალური ეკიპირებით; ტრანსპორტირების დროს დასაცავი მაქსიმალური სტანდარტი და ეკიპირება, რომელიც განთავსებული უნდა იყოს „სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, იხილეთ ქვემოთ:
    1. ფილტრიანი აირწინაღი (1 ცალი);
    2. მაიზოლირებელი სასუნთქი აპარატი (1ცალი);
    3. მაიზოლირებელი კოსტიუმი (1 ცალი);
    4. ბოტები ქიმიური მედეგობით (1 წყვილი);
    5. ქლორის ჟონვის გადასატანი ან პერსონალური ინდიკატორი;
    6. პირველადი დახმარების ყუთი, შესაბამისი შიგთავსით;
    7. კონტეინერების გადასაბრუნებელი ბერკეტი, შესაბამისი მედეგობით;
    8. საშიში ტვირთების გადაზიდვის უფლების დამდასტურებელი სერთიფიკატი (ADR მოწმობა, გაიცემა მძღოლზე);
    9. საშიში ტვირთების გადაზიდვის (ADR) მიხედვით განსაზღვრული ინვენტარი (შესაბამისი ტიპის და ზომის ცეცხლმაქრი, ხელის სანათი და სხვა);
    10. სატვიროთო ავტომობილი (გადაზიდვის საშუალება) უნდა იყოს დახურული მოძრავი ტენტით და იძლეოდეს ტვირთის ჩატვირთვის/გადმოტვირთვის რამდენიმე ალტერნატიულ შესაძლებლობას, მათ შორის ზემოდან გადმოღების.  
    11. მძღოლის ავარიულ სიტუაციაში მოქმედების სწავლების დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • „სატრანსპორტო კომპანიის“ მანქანებს უნდა ჰქონდეთ თუქრეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე საშიში ტვირთების გადაადგილებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი დოკუმენტი.
  • „სატრანსპორტო კომპანიის“ მანქანები უნდა შეესაბამებოდეს საშიში ტვირთების გადაადგილებისთვის განსაზღვრულ ყველა სტანდარტს.
  • „სატრანსპორტო კომპანიის“ მძღოლები უნდა იყვნენ ADR სერტიფიცირებული (ADR ტრენინგი) და გავლილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი უსაფრთხოების ტრენინგი (ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხოების ტრენინგი - თხევად ქლორ-გაზთან მოპყრობისა და ტრანსპორტირების უსაფრთხოების წესები), რის დასადასტურებლადაც უნდა შეეძლოთ შესაბამისი სერტიფიკატების წარმოდგენა.  ასევე მძღოლს უნდა, გააჩნდეს ჯანმრთელობის ცნობა გაცემული არაუმეტეს 12 თვით ადრე და საჭიროების/მოთხოვნის შემთხვევაში ასლი წარუდგინოს „შემსყიდველს“.
  • „სატრანსპორტო კომპანიას“ უნდა ჰქონდეს ზოგადო GTPL/CGL დაზღვევა.
  • შემოთავაზებაში ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ტვირთის დაზღვევის საფასური ორივე გზაზე.

1.3 განფასება 

  • ტენდერში მონაწილე „სატრანსპორტო კომპანიამ“ უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ში მოცემული ფასებით ცხრილის შესაბამისად.
  • ტარიფი არ დაექვემდებარება ცვლილებას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ტარიფი უნდა იყოს ფიქსირებული 1 წლის განმავლობაში.
  • გთხოვთ ტენდერის სისტემის ფასის ველში დააფიქსიროთ 1  (ერთი)  მანქანით, 1 (ერთი) ტრანსპორტირების ჯამური საფასური ორივე გზის ჩათვლით: ნატახტარი-დერინჩე-დერინჩე-ნატახტარის ვარიანტი. 

1.4 მოთხოვნასატრანსპორტო კომპანიისგამოცდილების შესახებ

„სატრანსპორტო კომპანიას“ უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

1.5 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით ტვირთის დაცლიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ კი მომსახურების ტარიფი იქნება დოლარში, ანგარიშსწორება წარმოებს მხოლოდ გადახდის დღეს არსებული ეროვნული კურსით.

1.6 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

„მომწოდებელი“ ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 50,000 ლარის ოდენობით რომელიც  გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში „შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას ცალმხრივად დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.7 ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • 1.  ფასების ცხრილი;
  • 2. თხევადი ქლორ-გაზის კონტეინერებისა და ბალონების სატვირთო მანქანაში განთავსების სქემები.
  • 3.  გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.4 პუნქტის შესაბამისად;
  • 4.  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • 5. თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო დოკუმენტაცია, (აღნიშნული დოკუმენტი);
  • 6. რეკომენდაციები პარტნიორი კომპანიებისგან, რომლებთანაც საშიში ტვირთების ტრანსპორტირების მიწოდების ციკლი აქვს აწყობილი „სატრანსპორტო კომპანიას“.

შენიშვნა:

  • „სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ ელექტრონულ ტენდერში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს „სატრანსპორტო კომპანიის“ უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • „სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან „სატრანსპორტო კომპანიის“ ელექტრონული შტამპით. 

1.8 ხელშეკრულების გაფორმება

  • გამარჯვებულ „სატრანსპორტო კომპანიასა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP), შორის გაფორმდება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე   „სატრანსპორტო კომპანიასთან“.

1.9.1 წინადადების წარდგენის მომენტისთვის „სატრანსპორტო კომპანია“ არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

1.9.2 „სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.                                                                 

1.9.3 „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

1.9.4 „შემსყიდველი“ გამარჯვებულ „სატრანსპორტო კომპანიას“ გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე „სატრანსპორტო კომპანიას“. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე „სატრანსპორტო კომპანიას“ მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

1.9.5 „შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტი „სატრანსპორტო კომპანიებიდან“ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი „სატრანსპორტო კომპანიის“ ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტი „სატრანსპორტო კომპანიის“ მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი „სატრანსპორტო კომპანია“ იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომშემსყიდველიარ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებასშემსყიდველისმხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 3 მაისი, 19:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი/დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხეიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge 
ტელ.: +(995 322) 931111 (1114); მობ:  595 25 74 58

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე 
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, #10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 599 505 067

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 აპრილი 2023 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა