ჩაბარების ვადა:

14 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16810 - ტენდერი სამედიცინო საშუალებების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აკად. . ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი აცხადებს ტენდერს სამედიცინო საშუალებების შესასყიდად.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ):

  • კომპანიის მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილი. (იხილეთ დანართი);
  • ფასთა ცხრილში შესაძლებელია მიეთითოს თითოეულ ჯენერიკულ დასახელებაზე მაქსიმუმ 3 სამედიცინო საშუალება;
  • ანაზღაურების პირობა და ვადები;
  • საგარანტიო ვადები;
  • საქმიანობის შესახებ გაცემული ლიცენზია;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • უკანასკნელი 2 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციის საკონტაქტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შემთხვევაში.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების, რაოდენობა, ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სახელშერკულებლო პერიოდში, რომელიც შეადგენს 1 წელს, უზრუნველყოს სამედიცინო საშუალებების საორიენტაციო ოდენობებით დამკვეთის უზრუნველყოფა.
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა.
  • დამკვეთს უფლება აქვს ეტაპობრივად გააკეთოს მოთხოვნა საორიენტაციო რაოდენობის გარკვეული ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებით. პროდუქციის ეტაპობრივი მიწოდების შემთხვევაში, დამკვეთი მხარის წარმომადგენელი, ყოველ ჯერზე შემსრულებლის ელ-ფოსტაზე აფიქსირებს ინდივიდუალურ შეკვეთას, ხოლო შემსრულებელი ვალდებულია პროდუქცია  მიაწოდოს 1 (ერთი) სამუშაო დღეში;
  • იმ შემთხვევაში თუ საორიენტაციო რაოდენობის შესყიდვა ხდება ერთ ეტაპად, პროდუქციის მიწოდების ვადად განისაზღვრება 3 (სამი) კალენდარული დღე.
  • საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მისამართზე: ქ. თბილისი. ლუბლიანას 66/ ნ. ბოხუას 12, შენობის მე-2 სართული. სამედიცინო საწყობი.
  • სამედიცინო საშუალების ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს მინიმუმ 1 (ერთი) წელი.
  • იმ შემთხვევაში თუ სახელშეკრულებლო ვადებში იწურება კონკრეტული სამედიცინო საშუალების ვარგისიანობის ვადა, ან მოწოდებულია პროდუქცია, რომლის ვარგისიანობის ვადა ნაკლებია 1 (ერთ) წელზე - დამკვეთი 2 (ორი) თვით ადრე ატყობინებს შემსრულებელს ვადიანი სამედიცინო საშუალების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ხოლო შემსრულებელი ვალდებულია შეცვალოს/ჩაანაცვლოს აღნიშნული პროდუქცია.

შენიშვნა:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში.

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • საორიენტაციო რაოდენობის ერთიანი შესყიდვის შემთხვევაში, შემოთავაზებული ფასი რჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა პროდუქცია დამკვეთს მიეწოდება ეტაპობრივად თუ ერთიანად;
  • იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო საშუალების სავაჭრო ღირებულება იცვლება ბაზარზე და დამკვეთს შესაძლებლობა აქვს შემოთავაზებულზე ნაკლებ ფასად შეიძინოს პროდუქცია, დამკვეთი უფლებას იტოვებს არ აითვისოს საორიენტაციო ოდენობა;
  • იმ შემთხვევაში თუ დამკვეთის მიერ შესყიდული პროდუქციის რაოდენობა, 10%-ით გადააჭარბებს საორიენტაციო ოდენობას პრეტენდენტმა უნდა განსაზღვროს ფასდაკლების ის მარჟა, რომელიც დამატებით იმოქმედებს დამკვეთთან მიმართებაში;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით. კონსიგნაციის პირობის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდებიდან არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღისა.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • ტენდერში შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებული, შემოთავაზებული ფასების შესაბამისად;
  • მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით;
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მედიკამენტების მოწოდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის მკაცრი დაცვით, ცივი ჯაჭვის პრინციპების შესაბამისად (არსებობის შემთხვევაში);
  • დამკვეთი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვს სამედიცინო საშუალების შესახებ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია (რეგისტრაციის მოწმობა, ხარისხის სარტიფიკატი და სხვა);
  • პრეტენდენტი იძლევა გარანტიას, რომ სახელშეკრულებო პერიოდში სამედიცინო საშუალების რეგისტრაციის, მათ შორის ხელახალი რეგისტრაციის ვადები იქნება დაცული და დამკვეთს არ მიაწვდის დაურეგისტრირებელ/რეგისტრაციის განუახლებელ პროდუქციას.
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 14 აპრილი 18:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge.

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები