
10 სექტემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1682 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა წარმატებულ ორგანიზაციებში მუშაობის შედეგად შეძენილი თეორიული და დიდი პრაქტიკული გამოცდილება დაედო საფუძვლად "ProConsulting"-ის როგორც უნივერსალური, კომპლექსური საკონსულტაციო კომპანიის ჩამოყალიბებას. "ProConsulting"-ის მომსახურება, მიმდინარე ეტაპზე მოიცავს სამ მიმართულებას:
- სრული იურიდიული სერვისი;
- პრობლემური აქტივების მენეჯმენტი;
- HR კონსალტინგი;
კომპანია ,,ProConsulting“ აცხადებს ტენდერს სოფტის შექმნაზე:
აღწერილობა:
პროგრამის მიზანია კომპანიისათვის გადმოცემული დებიტორების ელექტრონული ასახვა, ინფორმაციის განახლება, შეცვლა, მართვა, დარეკვები (sms), მონაცემთა ბაზის მხარდაჭერა, კომპლექსური შესავსები ფორმა - დიალოგებით, უსაფრთხოების მაღალი დონითა და მაქსიმალური დაცვითი მექანიზმებით.
დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ კომპანიას, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@proconsulting.ge
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება.
- თანხის გადახდა მოხდება ეტაპობრივად ყოველ შესრულებულ მომსაუხრებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
- ტენდერში მონაწილეს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია.
დამატებითი მოთხოვნები:
- მაღალი პროფესიული გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
- მოტივაცია;
- დავალებული სამუშაოს დროულად და სწრაფად შესრულება;
- სამუშაოს მაღალპროფესიონალურად და ეფექტურად შესრულება;
- ყველა უფლება Source code-ზე უნდა გადაეცეს კომპანიას უშუალოდ Source code-ით;
- საკუთრებისა უფლება პროგრამაზე უნდა გადაეცეს კომპანიას.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
იურიდიული პირებისათვის:
- დასახელება, საიდენთიფიკაციო კოდი;
- საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია;
- შესრულებული პროექტების ჩამონათვალი;
- დეტალური შეთავაზება.
- შესრულების ვადები;
- ტესტირების ვადები და პირობები;
- ანგარიშსწორების პირობები;
- ფასში გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხარჯი (მათ შორის დ.ღ.გ.)
ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის საინიციატივო ფიზიკური პირებისათვის:
- სახელი-გვარი და პირადი ნომერი;
- CV;
- კლიენტების სია და შესრულებული პროექტების ჩამონათვალი;
- დეტალური შეთავაზება.
- შესრულების ვადები;
- ტესტირების ვადები და პირობები;
- ანგარიშსწორების პირობები;
- ფასში გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხარჯი (მათ შორის საშემოსავლო გადასახადი).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ელექტრონული სახით, სადაც მითითებული იქნება განმცხადებლის რეკვიზიტები.
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@proconsulting.ge
ელ - ფოსტის სათაურში (Subject:) მიუთითოთ ტენდერის დასახელება.
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 სექტემბერი.
საკონტაქტო პირი: დავით ბიჭიკაშვილი
ტელ: 599 67 00 35