ჩაბარების ვადა:

26 აპრილი 2023, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T16942 - ტენდერი ქსელური მოწყობილობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსპროკრედიტ ბანკი განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.  

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. 

„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს: ქსელური მოწყობილობის შესყიდვაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • თანდართული სპეციფიკაციის შესაბამისად ქსელური მოწყობილობის და მისი მონტაჟი / დანერგვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • სპეციფიკაცია-მოთხოვნები.
  • ფასების ცხრილი 

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სახლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილი);  
  • ხელმოწერილი ფასების ცხრილი (იხ. თანდართულ ფაილი);  
  • MAF-ი ან ოფიციალური დისტრიბუტორის წერილი 

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზების გამზ. 21 და ჩააბარეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ კანცელარიაში.
  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 26 აპრილი 2023 წელი 16:00 საათამდე.

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების  სპეციალისტი 
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
იგორი გორდიენკო
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112  ტელ.: (+995 32) 2202222 (1880)
E-mail: igor.gordienko@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები